პაატა სალიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროებით ემუქრებიან

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პაატა სალიასპირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დ ემუქრებიან.

როგორც გამოცემა წერს, „ლიდერფუდის“ დამფუძნებელის ირაკლი დუმბაძის განცხადებით, მის ადვოკატს, პაატასალიას დავით ზეიკიძე პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა.

„მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.

ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე ლიდერფუდში უკვე აღარ ვმუშაობდი.

თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ესაა ადამიანი, რომელიც უშუალოდ სასამართლოს დარბაზშიც არ ერიდება დანაშაულის ჩადენას.

ის ჩემს ადვოკატს – პაატა სალიას პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა, რაზეც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის შესწავლა.


დავით ზეიკიძის და მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებული ცილისწამება, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის და უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე ზემოქმედების მოხდენის იაფფასიანი მცდელობა.

ეს პროცესი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ადამიანურად ძალიან მძიმეა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათ ამ აბსურდს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა, რასთან დაკავშირებითაც უკვე მზადდება შესაბამისი საჩივრები ჩემი ადვოკატების მიერ,“- აცხადებს ირაკლი დუმბაძე.

წყარო: პრაიმტაიმი

პოპულარული

"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
ია ფარულავამ ფილმ "სიყვარული ვენახშის" შემდეგ პირველად მკერდი გამოაჩინა(ფოტო)
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
დაწერე კომენტარი