პაატა იმნაძე – მესმის, ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ შეზღუდვებით, თუმცა დისკომფორტის ნაწილი გაგრძელდება, მოგვიწევს შეგუება, რომ ნიღბების ტარება ტრანსპორტშიც სავალდებულო იქნება

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დისკომფორტის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები ზაფხულის პერიოდშიც კვლავ ძალაში დარჩება.

მაგალითად, იმნაძის თქმით, სავალდებულო იქნება ტრანსპორტში პირბადის ტარება.

„მე მესმის, ზაფხულია, ადამიანები ისედაც შეწუხდნენ ყველაფრით, რა შეზღუდვებიც იყო, სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი დისკომფორტი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება, სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ალბათ მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტშიც ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო.

მიდის მსჯელობა, არ არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ბოლომდე გარკვეული, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება სოციალურ დისტანცირებასთან ტრანსპორტში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის კვლევის საგანი, როგორც აქ, ადგილზე, ისე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანი. ვნახოთ,  ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება“,- განაცხადა იმნაძემ

loading...

პოპულარული

აჭარის ტელევიზიის წინ აქცია მიმდინარეობს - მოშიმშილეები ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვენ
"ძალოვანებმა გადამიღეს, რომ პატრიარქს მსახურების დროს აღარ ვიხსენიებდი" - მამა ათინოგენეს მეუფე გრიგოლმა ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა
იცოდეთ, რომ დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს - გიორგი გახარია პოლიციელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი