პაატა იმნაძე: ვირუსსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას, მას გასამრავლებლად ცოცხალი უჯრედი სჭირდება

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გადაცემა „COVID 19“-ში კორონავირუსის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ ვირუსს ადამიანების სიკვდილიანობა არ აწყობს, რადგან ვირუსს გასამრავლებლად ცოცხალი უჯრედი სჭირდება. 

მისივე განცხადებით, ყველა სხვა ვირუსები, რომლებიც არსებობს, ისინიც 300 ან 400 წლის წინ ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა, ხოლო შემდეგ მათი არსებობა ჩვეულებრივად აღიქმება.

„თუ ფილოსოფიურად მივუდგებით კორონავირუსის საკითხს, იმ ვირუსსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას. თუ ვირუსმა დაკარგა ცოცხალი უჯრედი ვეღარ იცხოვრებს იმიტომ, რომ ვირუსი უნდა შეიჭრას ცოცხალ უჯრედში და ამ ცოცხალი უჯრედის ხარჯზე გამრავლდეს. თუ მას აღარ დახვდება ცოცხალი უჯრედი ის უბრალოდ ვირუსით მოკვდება იმიტომ, რომ ვეღარ გამრავლდება. ყველა გაციება რომ ვიანგარიშოთ, ზოგ სეზონზე 10%-მდე ადის ხოლმე კორონავირუსის წილი და ისინიც ასე 300-400 წლის წინ ცხოველებიდან გადმოვიდნენ ადამიანებზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
„სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი“ - ნინო ნადირაძე
დაწერე კომენტარი