ოჯახის სიწმინდის დღის დასაცავ აქციაზე აბჯარასხმული ცხენოსანი გამოჩნდა

ვარდების მოედანზე, სადაც სასულიერო პირები, მრევლი, ჩოხოსნები და პოლიტიკოსები ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებიან, აბჯარასხმული ცხენოსანი რაინდი გამოჩნდა.

შავი ჩაი ასკილით

წაბლისფერ რაშზე ამხედრებული აბჯროსანი, რომელსაც სახე დაფარული აქვს დილიდან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილდება და მოქალაქეები ყურადღებას იპყრობს.

ცხენოსანს ფარსა და ალამზე ლათინური „H” აწერია. უცნობია, რა მიზნით გამოჩნდა აბჯარასხმული მხედარი თბილისის ქუჩებში და აპირებს თუ არა მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას.

ასევე უცნობია ვინ იმალება რკინის მუზარადის მიღმა, თავად მხედარი ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლი ჰერცოგონიას სტატუსით პირველად გამოჩნდა და დაამტკიცა, რომ სამეფო ოჯახის ღირსეული წევრია (ფოტოები)
"თავდასხმა" პრინც ჰარიზე - რა მოხდა სასექსის ჰერცოგის პირველი ოფიციალური გამოსვლისას (ვიდეო)
"დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი2" - ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა
როგორ დავძლიოთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი უნიკალური ინგრედიენტით
დაწერე კომენტარი