“ოჯახის არსებობისთვის შვილი მნიშვნელოვანი არაა” – დავითი განმარტავს, თუ რატომ ჩაიცვეს ჩოხა

ქართველი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კაცის ქორწინებამ, რომელიც ამერიკაში, ნიუ იორკში შედგა და რომლის ფოტოც ინტერნეტში გამოქვეყნდა, აჟიოტაჟი გამოიწვია. რატომ ჩაიცვა წყვილმა ქართული ჩოხა?

შავი ჩაი ასკილით

ვინ არიან ეს კაცები და რატომ არიჩიეს ასეთი საქორწილო სამოსი, ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი, დავით შუბლაძე საუბრობს, რომელიც 2010 წლიდან საქართველოში ლგბტ აქტივისტი გახლდლათ და 2011 წლიდან ორგანზაცია “ლგბტ საქართველოს” ხელმძღვანელობდა. რამდენინე წლის წინ კი ნიუ იორკში წავიდა.

– დავით, მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე.
– 
ბავშვობა ზუსტად ისეთივე მქონდა, როგორც უმრავლესობას აქვს, არაფერი განსხვავებული, თუ არ ჩავთვლით უმრავლესობისგან განსხვავებულ სექსუალურ ლტოლვას. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მას შემდეგ მიზიდავს ჩემივე სქესის ადამიანები. გენეტიკისა და ფიზიოლოგიის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ადამიანის ორიენტაცია დედის მუცელში ყალიბდება. აღზრდის დროს მისი ცვლა წარმოუდგენელია. დაბადებიდაან მისი სხეულისა და ფსიქიკის ნაწილია და ბოლომდე მიჰყვება.

– საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა მოგიხდათ განსხვავებული ორიენტაციის გამო?
– 
რთულია საკუთარი თავის შესახებ ოჯახის წევრებთან საუბარი და ახსნა, რომ შენ ისეთი არ ხარ, როგორიც მათ უნდათ იყო. ყველაზე დიდი სირთულე მაინც საკუთარი თავის მიღებაა, ვეძებდი პასუხებს იმაზე, რაზეც ხმამაღლა ვერავის ვკითხავდი. ყველას ასე არ უმართლებს და ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უწევს ნამდვილი ვინაობის მალვა, მოჰყავს ცოლი, ან თხოვდება და სრულებს ე.წ. საზოგადოებრივ დაკვეთას, რითიც საკუთარ “მე”-ს რეპრესიას უწევს, რაც იმავე საზოგადოებას ურბუნდება ცუდად. მოძალადე ქმრის ან ცუდი დედის სახით.

– ვინ არის თქვენი რჩეული?
– 
ჩემი მეუღლე არის იტალიელი, 41 წლის მეთიუ გენდოლფო. მუსიკის მასწავლებელია. ამერიკაში რაღაც პერიოდი კაფეში ვმუშაობდი. მეთიუ იქ შემოივლიდა ხოლმე ყავის დასალევად. მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შემდეგ უფრო დავახლოვდით. ქალაქში რადგან ახალი ჩასული ვიყავი, გადაწყვიტა, ლამაზი ადგილების მონახულებაში დამხმარებოდა. არაერთი საათი გავატარეთ ერთად მანჰეტენისა და ბრუკლინის ქუჩებში ხეტიალისას, ნამდვილად რომანტიკული დრო იყო.

– ფოტოზე გამოსახული მომენტი, რომელიც თავად გამოაქვეყნეთ, ჯვრისწერაა თუ სამოქალაქო ხელისმოწერა?
– 
ჩვენი ქორწინება ნიუ იორკში, ჩვენს კერძო სახლში შედგა. აშშ-ში სამოქალაქო და რელიგიური ქორწინება შერწყმულია და წყვილზეა დამოკიდებული, რომელი სახის ქორწინება სურს. ფოტოზე ასახულია პასპორტი პროტესტანტული ეკლესიიდან, რომელმაც შეასრულა სამოქალაქო და რელიგიური ქორწინება.

– თქვენც პროტესტანტი გახდით?
– ეს სამოქალაქო რიტუალია რელიგიური ელემენტებით. არავის მოუთხოვია კონფესიის შეცვლა. ეს რიტუალი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აღასრულოს, თუ მას სახელმწიფო ლიცენზია აქვს.

– ვინ ესწრებოდა თქვენს ქორწინებას?
– 
40-მდე ადამიანი ესწრებოდა – მეთიუს სანათესაო, ჩვენი მეგობრები და მეზობლები. გვქონდა სუფრაც, რომელიც ძირითადად, ქართული კერძებისგან შედგებოდა. იმედია, ამის გამოც არ ატყდება აჟიოტაჟი.

– რატომ ჩაიცვით ქორწილში ორივემ ჩოხა?
– 
ლამაზია ჩოხა და ამიტომაც ვარჩიეთ ფრაკს. მიიჩნევა, რომ ის მხოლოდ ნამდვილ ვაჟკაცს უნდა ეცვას, მაგრამ ყველას ასე არ მიაჩნია და ზოგისთვის ეს უბრალოდ შალის ქსოვილია, ზოგისთვის ფოლკლორული კოსტუმია, მეც ასე ვფიქრობ. ძალიან სავალალოა იმ ერის ბედი, რომლის ღირსებაც რაღაც სახის კოსტიუმზეა დამოკიდებული.

– ფოტო გამოაქვეყნეთ და მიაწერეთ, დიდი სიყვარულით ამხანაგებს კორკოტას და ბრეგაძესო. ეს პროტესტი იყო თუ ნიშნისმოგება?
– კორკოტა და ბრეგაძე იმ ადამიანების კრებითი სახელებია, რომლებიც წარმოადგენენ რეპრესიის მანქანას. პროტესტი იყო ნამდვილად. გარკვეული ადამიანების, კონკრეტული ადამიანების სახელიბი მეწერა. ზოგადად ძალიან ქრთული მოვლენაა სხვის საქმეში ექსპერტობა, ეს იმ დროს, როდესაც საკუთარ საქმეებს არავის ანახებთ და არც გააკარებთ, თუმცა, აქსიომად იქცა – საკუთარი საქმე როცა არ გაქვს, სხვის ზეწრებში ძრომიალობ.

– როგორ განაწილდება ფუნქციები, როგორია ორი მამაკაცის ერთად ცხოვრება?
– 
თუ ოჯახი ნორმალურია, ფუნქციების გადანაწილებაც საჭიროების შესაბამისად ხდება. თანამედროვე ოჯახში შორს არის იმისგან, რაც საქართველოში ჰქონიათ. ვგულისხმობ იმას, როდესაც მხოლოდ მამრი მუშაობს და ოჯახს ქალი უვლის.

– ქალი არასოდეს გყვარებიათ?
– 
თქვენ გყვარებიათ ქალი ოდესმე?

– რას ფიქრობენ საქართველოში თქვენ შესახებ მეგობრები, მშობლები, ახლობლები, როგორია მათი დამოკიდებულება თქვენი ქორწინებისადმი?
– ოჯახის წევრებიდან ზოგი მხარს მიჭერს დაა ზოგიც ნეგატიურად არის განწყობილი. მინდა აღვნიშნო, ვაი, იმ მშობელს და იმ ნათესავს, რომელსაც სექსუალურ ორიენტაცია უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია, ვიდე მისი სისხლი და ხორცი.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან?
– 
არ მინდა მათზე ლაპარაკი. არ მინდა, მათ დისკომფორტი შევუქმნა.

– შვილის ყოლას აპირებთ? ბიოლოგიური შვილი იქნება, ტქვენი მეუღლის თუ აიყვანთ?
– ოჯახის არსებობისთვის შვილი მნიშვნელოვანი სულაც არაა. ბევრი ჰეტეროსექსუალი წყვილია, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ. ბავშვები მიყვარს და ახალი სიცოცხლის შექმნამდე უკვე არსებულ და მიტოვებულ ბავშვს ავიყვანდი, რომ მინდოდეს. უფრო მნიშვნელოვანი მგონია, არსებულ სიცოცხლეს მოვურთხილდეთ და აღვზარდოთ, ვიდრე ახალი შევქმნათ.

წყარო: “სარკე”
loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი