“ვანო შემდეგ დაბადების დღეს ოჯახთან ერთად შეხვდება” – ოთო კახიძე

ოთო კახიძე, ვანო მერაბიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

დღეს ვანო მერაბიშვილი 50 წლის გახდა. მისი მინისტრობისას კრიმინალი ვეღარ თარეშობდა, კორუფცია მინიმუმამდე შემცირდა და სამაგალითო რეფორმები გატარდა.

5 წელია, რაც ციხეში ზის სამოხელეო დანაშაულების ბრალდებით, მტკიცებულებების გარეშე.

მასზე დაწერეს ეუთოს სასამართლო მონიტორებმა, რომ დაუსაბუთებლად მიუსაჯეს, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

სასჯელის 2/3 უკვე ციხეში გაატარა, მიუხედავად ამისა, არც პირობით ვადამდე ათავისუფლებენ და არც იწყალებენ.

როგორც ჩანს, ეს ამბავი მხოლოდ რუს ჯაშუშებს, ნარკორეალიზატორებსა და ძალადობისთვის მსჯავრდებულებს ეხებათ.

ასეთია ქოცური სამართალი.

მაინც მოუწევთ გამოშვება და იმაზე მალე, ვიდრე გონიათ. შემდეგ დაბადების დღეს ოჯახთან და მეგობრებან ერთად შეხვდება.

თავისუფლება ვანოს 

 

loading…

პოპულარული

ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
დაწერე კომენტარი