“„ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები ასე ამაყად გვესაუბრებიან სტაბილურობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე, მათი განცხდებები მიუნჰაუზენის განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას” – ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრია

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” წევრი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვთ.

მისი თქმით, საზოგადოება მოითხოვს დაისაჯონ დამნაშავეები.

„ საზოგადოება დაიღალა სამართლიანობის მოთხოვნაში.

ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვთ.

საზოგადოება მოითხოვს დაისაჯონ დამნაშავეები.

დაისაჯონ სამართლიანად, კანონიერად და პროცედურების ზედმიწევნით დაცვით, იმიტომ, რომ მათგან არცერთი მათგანი შემდგომში  პოლიტპატიმრად არ იქცეს.

ასე რომ, ის ამბავი, თითქოს ოპოზიცია შეთანხმებულია იმ ამბებში, რომ არავინ დაისჯება, გარწმუნებთ არ არის სიმართლე.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, პარტია „ დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“ სწორედ ამისთვის იბრძვის.

პირადად მე, დიდი ხანია რეგიონში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, ვხედავ  იმ გაჭირვებას, როგორშიც  ადამიანები განსაკუთრებით რეგიონებში ცხოვრობენ. ამიტომ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები ასე ამაყად გვესაუბრებიან სტაბილურობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე, მათი განცხდებები მიუნჰაუზენის განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.

ამიტომაც აქვთ მათ საზოგადოებასთან, თავისუფალ მედიასთან შეხვედრის შიშები და მხოლოდ   უზარმაზარი  საარჩევნო  ბილბორდებიდან გვიმზერენ მდუმარედ და გაყინული ღიმილით“ – აცხადებს ლია მუხაშავრია.

დაწერე კომენტარი