ოცნების ხელისუფლება უუნაროდან აბსოლუტურ პროვოკატორად და მოძალადედ გადაკვალიფიცირდა – თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

​ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების, აქციის დაშლისა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

„ოცნების ხელისუფლება უუნაროდან აბსოლუტურ პროვოკატორად და მოძალადედ გადაკვალიფიცირდა! 

ფაქტი და სიმართლეა რომ:
1. 20 ივნისის ღამეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული უნდა იყოს 
2. ფაქტზე საქმის აღძვრა ნიშნავს რომ ყველაფერს იძიებ რაც იმ ფაქტის დროს ხდებოდა
3. პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მაშინ არ დაგაბრალებენ როცა ფაქტს სრულად გამოიძიებ, იმის მიუხედავად დღეს ვინ რომელ მხარეს დგას
4. ადამიანის პატიმრობას მაშინ ითხოვ როცა ის საფრთხეს წარმოადგენს და ამ საფრთხის პრევენცია არ შეგიძლია

რა ვითარებაა დღეს:
1. საქმე აღძრულია

2. ასობით კადრი არსებობს დანაშაულის შესახებ, გვარებით და სახელებით არის ხალხი ცნობილი, თითქმის ერთი კვირა გავიდა და არავის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა

3. დაკავებული გყავდათ აქციის მონაწილეები, რომელთა ინდივიდუალურად იდენთიფიცირებული დანაშული არ არსებობს, არავის დაუდგენია და მიუხედავად იმისა რომ დღეს, როგორც ამბობენ, ყველა გათავისუფლებულია უდანაშაულოდ არ უცნიათ ისინი და არ გაუმართლებიათ, უბრალოდ საპატიმრო სასჯელი მოუხსნეს. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის საპირისპიროდ სრულიად იდენთიფიცირებული მოძალადეებიდან არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერესო არ მითხრათ 

4. გახარია ისევ მინისტრია და ჩამოცილებულიც კი არ არის. რატომ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობაო და კიდევ ერთხელ:
უკანონო ბრძანების გაცემისთვის: სერიოზულად ნუ იმსჯელებთ იმაზე რომ ტყვიების გამოყენების ბრძანება არ იყო გაცემული, და რომ იყო გაცემული დღემდე არ გვინახავს ის აქტი რომელიც ასაბუთებს რომ რუსთაველზე რამე ისეთ ხდებოდა რაც გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად დამატებით აუცილებლობას წარმოადგენდა;
მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენიმესაათიანი ანგარიშსწორების დროს უმოქმედობისთვის: იქნებ ვინმემ დაინახეთ რუსთაველ/კოსტავაზე მორბენალი გახარია საკუთარ აღვირაწყვეტილ პოლიციელებს რომ დასდევდა და აშოშმინებდა; ან ვინმე ვინც იგივე მისი ბრძანებით აკეთებდა, არადა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს.

5. მაშინ როცა კონკრეტული, იდენთიფიცირებული მოძალადეების პასუხისმგებლობა არ დგება, პირველი რაც გაგახსენდათ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვე, და მერე გაგიკვირდებათ რა შუაშია პოლიტიკური ანგარიშსწორებაო. ისევ და ისევ განმარტება საჭიროა:
დეპუტატს იმუნიტეტი იმიტომ იცავს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არ გახდეს, თორემ დანაშაულზე პასუხს აგებს ბუნებრივია;
წინასწარი პატიმრობა გამოიყენება როცა საფრთხე სახეზეა;
ვინაიდან მიმალვის საფრთხე ითქვა, თან სასწაული არგუმენტით დიპ პასპორტი აქვს და შენგენში შევაო, ნეტავ უნდა განვმარტო? 🙂 
უვიზო ნიშნავს რომ ყველა პასპორტით შედის;
სანამ იქ შევა აქედან უნდა გავიდეს და ნებისმიერ მესაზღვრეს შეუძლია არ გაუშვას;
პასპორტი შეგიძლიათ გაუჩეროთ;
სხვა სისულელეს რო იტყვით მერე იმაზეც გამოგეხმაურებით

სწორი რა იქნებოდა:
1. სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება საქმეზე
2. გახარიას თანამდებობისთვის ჩამოცილება
3. უკვე იდენთიფიცირებული მარბიელების / მოძალადეების პასუხისმგებლობის დაყენება
4. მიტინგზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება გამართლებით, ბოდიშის მოხდით;
5. მელიასთვის პასპორტის გაჩერება, ისევე როგორც სხვებისთვის, მაგალითად იმავე გახარიასთვის;
6. გამოძიების სწრაფად დასრულება და სასამართლოში წაღება

მადლობა ყურადღებისთვის
PS. არ დამავიწყდეს იმათ უთხარით ოღონდ არც უპრეცედენტო იქნება, არც პირველად საქართველოში ისტორიაშითქო. ვალერი გელაშვილი რომ საბავშვო ბაღს წვავდა ეგ ამბავი გაახსენეთ უგულავას და მოგიყვებათ“ წერს თინა ხიდაშელი.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი