„ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ

ოცნება-ევროპუ;ი საქართველო

„ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ – ამის შესახებ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას დღეს კიდევ რვა ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა.

უგულავას თქმით, ქვეყანაში ნეპოტიზმი, გაჭირვება და გაუსაძლისი მდგომარეობაა.

“ქართული ოცნების” წევრების მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში „ოცნების“ 300-მდე წევრი “ევროპულ საქართველოს” შეუერთა.

„წითელი ხაზია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მათი პარტიის მხრიდან. ეს არის საკუთარ სინდისთან კომპრომისი, ეს არის თემა, რომლის გამოც თითოეულ ამ ადამიანს მოუწევს თავის მართლება საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნელად მოქმედი ნაღმი ჩადებული ჩვენი ქვეყნის სახელწმიფოებრიობის საფუძველში,“ – აცხადებს უგულავა.

loading…

პოპულარული

ვერაზე მომხდარ სროლას, წინ სისხლიანი გარჩევა უძღვოდა - დაჭრილია მამაკაცი, საქმეში კი სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ
დაკეტილი ჯვრის მონასტერი - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოწესრიგდეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობა
უკრაინის ავტოკეფალიაზე სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე განცხადებას ინგლისურ ენაზე ავრცელებს
გადასახადის დაწესება ბიზნესისთვის - მოქალაქეები საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ
დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ციტრუსის ტონობით მოსავალი გადაყარონ - გლეხების განცხადებით მანდარინის 90% გაფუჭებულია
"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა (ფოტოები)
ვინ არიან 19 და 21 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისთან მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ - ფოტოები
"ჩემი ცოლი თუ მოგიყვანო ბოზიშვ…" - ვინ არის გინეკოლოგი თბილისიდან, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა
"როგორი მახე დაუგეს ნარმოს..." - "მხოლოდ ქართულის" სკანდალური ნახევარფინალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი