ოცნების შეთავაზება ნიკა მელიას: “საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს”

მელია

“ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს – ენმ-ს თავმჯდომარემ ან ბრალი უნდა აღიაროს, ან გირაოს თანხა გადაიხადოს. რუსთავი 2-ის ეთერში სამხარაძემ აღნიშნა, რომ ახლა უკვე თავად მელიას ხელშია, რომელ გზას აირჩევს:

“სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში – ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მე მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. ეს მის ხელშია, როგორც აქამდე იყო”, – განაცხადა სამხარაძემ.

დაწერე კომენტარი