“ოცნების” ყველა შემდეგი ნაბიჯი არის ბევრად უფრო ბრიყვული, ვიდრე წინა – ხუხაშვილი

ხუხაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი დიპლომატისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ შეცდომებს უშვებს, რასაც მისი ოპონენტები აზვიადებენ და ბერავენ. როდესაც ის პრეზიდენტად წამოაყენეს, რჩევა მივეცი, პარიზში წასულიყო და 27 ოქტომბერს ჩამოსულიყო. მაშინ ეს არ გააკეთა, ახლა კიდევ ერთხელ ვურჩევ, რომ წავიდეს და 1-ელ დეკემბერს დაბრუნდეს საქართველოში,”- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი”: დაანონსდა, რომ „ქართული ოცნების” მხარდამჭერები საქართველოს მასშტაბით აქციებს 11 ნოემბრიდან იწყებენ. ხელისუფლებაში მყოფი ძალა მხარდამჭერებს რომ აქციებს ატარებინებს, ეს რას შინავს?

გია ხუხაშვილი: აქ კომენტარიც ზედმეტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ არის ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების ისტერიული რეაქცია, სხვა რა შეიძლება ამას ეწოდოს?! თვითონ არ სჯერა ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებაშია? თან გვეუბნება, რომ აქციების ბრალია ლარი რომ უფასურდებაო და საკუთარ მხარდამჭერებს რომ ატარებინებს აქციებს, ეს ვეღარ გავიგე.

რ”: ოთარ ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო პროცესის გამო შეკითხვები ძალიან ბევრია და არასამთავრობოებს ნაწილი ითხოვს იმ სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერს, სადაც ბრალის წარდგენა და გირაოს შეფარდება მოხდა. რატომ არღვევს სახელმწიფო მუდმივად კანონებს ამ ადამიანის სასარგებლოდ და რატომ ქმნის მუდმივად პრობლემებს?

გ.ხ: საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელისუფლების პრობლემაა, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. გასაგებია, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ რაღაც ასეთი ფინტი ჩაეტარებინათ, მაგრამ ეს ისე შეფუთეს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხეს და უარესი გამოუვიდათ. ფარცხალაძის სასამართლო პროცესი საერთოდ რომ არ გამართულიყო, ხელისუფლება უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა, ვიდრე ამ ფორმით, რა ფორმითაც ეს ყველაფერი გააკეთა. ეს არის მმართველობითი სისტემის აბსოლუტური კრიზისი და როცა კრიზისში შედის სისტემა, ყველა შემდეგი ნაბიჯი არის ბევრად უფრო ბრიყვული, ვიდრე წინა. აქაც ასე ხდება.

„რ”: სასამართლოს შეეძლო საჩვენებლად ერთი დღე მაინც ჩაესვა ფარცხალაძე ციხეში და მეორე დღეს გამართულიყო გირაოს შეფარდება. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველას გვითხრა, ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, არაფერი დაუშავებიაო და აღქმაა, რომ ივანიშვილის დირექტივა სასამართლოს ასეთი ქცევის მიზეზი.

გ.ხ: გარკვეულწილად კი, მისი გამოსვლის გამოხმაურება იყო, რომ ვითომ რაღაც იმიტაცია მოეხდინათ, მაგრამ იმიტაცია მდენად სასაცილო გამოუვიდათ, რომ სჯობდა არაფერი გაეკეთებინათ… ასეთი რაღაცების გამო ადრე თუ გვიან საზოგადოება ხელისუფლებას სჯის და რაც უფრო გვიან, დიდ ხანს გრძელდება, მით უფრო მძიმე ფორმით აკეთებს ამას. მაგრამ როცა ადამიანები ხელისუფლებაში მოდიან, ვეღარ ხედავენ პრობლემებს და უფსკრულისკენ.

„რ”: ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ძველ გვარდიას უხმო გვერდით დგომისთვის, თქვენ თუ გამოეხმაურეთ მას, ან ვინმე უთ გამოგეხმაურათ?

გ.ხ: არა, ჩემთან გამოხმაურება ასე მარტივად არ ხდება. მე რომ გამომეხმაუროს, ამის კომპეტენცია ივანიშვილის გარდა სხვას არ აქვს, დამერწმუნეთ, ბევრი მიზეზის გამო. მისი მხრიდან გამოხმაურება კი მას შემდეგ, რაც ტალახი მესროლა, პრინციპში პრობლემატურია, ესეც გესმით. არჩევნებამდე მე მასთან კომუნიკაცია მქონდა და ზუსტად ამ კომუნიკაციის შედეგი იყო ის, რაც შემდგომში ვიხილეთ. ვცდილობდი მისთვის ამეხსნა, რომ სერიოზული სისტემური პრობლემა იყო და ამას სისტემური პასუხის გაცემა სჭირდებოდა, მისგან ამას მოჰყვა არაორდინალური გამოხმაურება, ფაქტობრივად მითხრა, რომ არ სიამოვნებდა პრობლემებზე ლაპარაკი. ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა საჯარო განცხადება, რომ მან ლიდერის თვისებები და ფუნქცია დაკარგა, რაზეც გაბრაზდა და ვნახეთ, რაც მიპასუხა.

„რ”: დღესაც იმავე აზრზე ხართ, რომ ივანიშვილი ლიდერი აღარ არის?

გ.ხ: ადამიანურად მისი კეთილდღეობა ჩემთვის სულ ერთი არ არის, მირჩევნია მეშლებოდეს, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვაკვირდები, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც მე მაშინ ვთქვი. ლიდერი არის ის, ვისაც პრობლემების წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს და პრევენტულად მოქმედებს. მას, ვინც პრობლემებს თვალს ვერ უსწორებს და მხოლოდ პრობლემების წარმოქმნის შემდეგ ცდილობს რეაგირებას, მას ლიდერი აღარ ეწოდება.

„რ”: ითქვა, რომ პირველ ტურის შემდეგ ივანიშვილი კობახიძეს და კალაძეს დაუპირისპირდა და პარტიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებითაც დაემუქრა.

გ.ხ: ჭორაობს ვერ დავიწყებ, დაუდასტურებელი ინფორმაციაზე მე ვერ ვისაუბრებ.

„რ”: ამ ფაქტის დადასტურებას არ გთხოვთ, მინდა გკითხოთ, დღეს კალაძის და კობახიძის პარტიული თანამდებობიდან ჩამოშორება წაადგება და, პირიქით, დააზარალებს „ოცნებას”?

გ.ხ: კი, კობახიძის ასეთ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა საერთოდ ერთი დიდი გაუგებრობაა და ამაზე ხშირად მისაუბრია, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა, პრობლემაა ის, რომ მთლიანად მმართველობითი სისტემაა გადასახედი. სისტემას დაკარგული აქვს ეფექტურობა და არასწორ პრინციპებს ემყარება. დიდი სისტემური რეორგანიზაციაა ჩასატარებელი. მხოლოდ კობახიძის წასვლით ეს პრობლემა არ წყდება.

„რ”: კალაძე ჩამოქვეითება, ეს უფრო არ დააზარალებს მმართველ პარტიას? მაგალითად, გენერალური მდივანი კალაძე რომელი ფიგურით შეიძლება შეცვალონ?

გ.ხ: მიუხედავად იმისა, რომ კალაძე, როგორც სპორტსმენი, კარგად მუშაობს, მის პოლიტიკურ პერსპექტივას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ის არის უბედურება, რომ სხვაც არავინ ჰყავთ. „ოცნებას” ხომ ლიდერების გენერაცია არ მოუხდენია. ეს არის ერთი დიდი რუხი მასა, სადაც პიროვნებების, პოლიტიკური ერთეულების პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. პერსონალიებს აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ მართვის ალგორითმი არ შეიცვალა და ინსტიტუციური წესრიგი არ აღდგა, აზრი არ აქვს პიროვნებებზე ლაპარაკს.

„რ”: 11 დღის შემდეგ ზურაბიშვილი გამოჩნდა საკუთარ საარჩევნო კამპანიაში და ისევ ვიხილეთ სკანდალური წამოცდენა, როცა საოკუპაციო ხაზს რამდენჯერმე საზღვარი უწოდა. მისგან სკანდალური წამოცდენები ისევ გველოდება წინ?

გ.ხ: მე ეს რეაქციებიც გაზვიადებულად მიმაჩნია. ზედმეტად მიმაჩნია, როცა მოღალატედ მოიხსენიებენ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, ამ ადამიანს არ აქვს კომპეტენცია, მორალური სიცხადე და ცნებების და სიტყვის სიმძიმის მნიშვნელობა არ ესმის.

„რ”: ზურაბიშვილი დიპლომატია და სიტყვის და ცნებების სიმძიმე სწორედ ყველაზე მეტად დიპლომატებს არ ესმით?

გ.ხ: ნუ, რა ვქნათ რომ დიპლომატია. მე ვაფასებ არა ისე, რაც ქაღალდზე უწერია, არამედ რასაც ვუყურებ. დიპლომატისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ შეცდომებს უშვებს, რასაც მისი ოპონენტები აზვიადებენ და ბერავენ. როდესაც ის პრეზიდენტად წამოაყენეს, რჩევა მივეცი, პარიზში წასულიყო და 27 ოქტომბერს ჩამოსულიყო. მაშინ ეს არ გააკეთა, ახლა კიდევ ერთხელ ვურჩევ, რომ წავიდეს და 1-ელ დეკემბერს დაბრუნდეს საქართველოში.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი