“ოცნების” რღვევა გრძელდება – “ქართულ ოცნებას” ბაღდათის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ

მთავრობა

ფრაქცია “ქართულ ოცნებას” ბაღდათის საკრებულოს წევრები ტოვებენ. ფაქტს ისინი “მთავარ არხთან” ადასტურებენ და ამბობენ, რომ ფრაქციასთან ერთად პარტიიდანაც მიდიან. საკრებულოს განცხადებით გასული ერთი კვირის განმავლობაში უკვე სამმა დეპუტატმა მიმართა. 

“ერთობლივად გადავწყვიტეთ, მაჟორიტარები ვართ სამივე. ბევრი რაღაც ემთხვევა ერთმანეთს, არის ბევრი მიზეზი”, – ამბობს, საკრებულოს წევრი გაბრიელ ღიბარაძე.

ოპოზიციის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და გიორგი გახარიას გადადგომას კრიზისის გამწვევება მოჰყვა და რეგიონებში “ოცნებას” უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. თავსიუფალი საქართველო

“ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ესაა პირველი ნიშანი, მადლობა ბაღდათელებს, მადლობა იმ ბიჭებს ვინც დატოვა, ესაა პირველი ნიშანი, ეს რღვევა დარღვეულია და გაირღვევიან ფაჩიკოს გარმონივით, ფაჩიკოს გარმონივით დაიშლება ქართული ოცება”, – თქვა “თავისუფალი საქართველოს” წევრმა, გოგი წულაიამ. 

ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც დატოვებენ.

დაწერე კომენტარი