“ოცნების” პოლიტსაბჭოში ივანიშვილი თავის გარემოცვას გააძლიერებს – რა მოხდება ყრილობაზე

ივანიშვილი

ხვალ, 16 იანვარს “ქართული ოცნების” ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს დაამტკიცებენ და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

ეკატერინე ტიკარაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, კახა კუჭავა, თეა წულუკიანი, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი – “მთავარის” ინფორმაციით, ეს არის იმ ახალი სახეების სავარაუდო სია, რომლებიც ყრილობაზე დასახელდებიან პოლიტსაბჭოს წევრებად.

ოპოზიციიდან ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება, რის შემდეგაც კახა კალაძე პარტიაში მაღალი თანამდებობის გარეშე რჩება, სწორედ იმის ნიშანია, რომ ოცნებაში კლანებს შორის გავლენების გადანაწილება დაიწყება.

“კახა კალაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომელიც შეეგუება პარტიაში ირაკლი კობახიძის, თუნდაც ფორმალურ მმართველობას შეეგუება, კობახიძეს უფრო დაბალი თანამდებობა ეკავა, ვიდრე კალაძეს, საკონტროლო პაკეტი კი, ცხადია, ისევ ივანიშვილს დარჩება”, – ამბობს ეკა ბესელია. 

ამ დროისთვის ექსპო ჯორჯიაში, სადაც ხვალ მმართველი პარტიის ყრილობა ტარდება, სამსაზდისი მიმდინარეობს. აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 16 იანვარს მმართველი პარტია მეექვსე ყრილობას ატარებს. 

დაწერე კომენტარი