“ოცნების” ლიდერმა უიმედობა, სტრესი, უმუშევრობა, უყველაფრობა დაამკვიდრა…”

მამა პეტრე

სასულიერო პირი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

,,ოცნების” ლიდერმა ეკლესიის ავტორიტეტი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, გაუბედურებული ხალხის მდგომარეობით ისარგებლა და დაუფიქრებლად ყველას სულში ჩააფურთხა. ლამის 90-იანებში დაგვაბრუნა. სრული უიმედობა, სტრესი, უმუშევრობა, უყველაფრობა დაამკვიდრა… ნდობა დაგვაკარგვინა. სიცრუეში, სიყალბეში გვაცხოვრა და საბოლოოდ სრულიად ერი ბარიგად აქცია…
ვის სჯერა ამ იაფფასიანი ავანტიურის… ამ დოზით ბოლო ორი ათეული წელია, ჩვენი ქვეყნისთვის არავის დაუცინია…
პირადად მე არ მჭირდება ნარკოტიკებით მოპოვებული თანხით ბიუჯეტის გაზრდა… მსგავსი შემოსავლებით არც ეკლესია-მონასტრების მშენებლობა… სწორედ ასეთი არასწორი ნაბიჯების გამო გვიწევს დათმობებზე წასვლა… ეტყობა დიდი დოზით მოწიეს, ასე რომ დაბოლდნენ, მაგრამ ყველას დაბოლება არ არის ადვილი…
ყველა მდგომარეობაში შეიძლება ვიცხოვრო, მაგრამ ტყუილში არა…
ისტორია ყველას დაარქმევს საკადრის სახელს…
ჩემი ექსვი შვილის გამო გავაპროტესტებ ასეთ ,,კეთილ” გადაწყვეტილებებს…
ვისაც ოდნავ მაინც შერჩენია გონება, ყველამ ზურგი უნდა აქციოს ოლიგარქის ამ არასწორ მიდგომებს…
და კიდევ, თუ ვინმე რამეს აშენებდა, არა ხალხისთვის, არამედ საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის… ეს შენება არა, ნგრევაა, რომელსაც ვერც ერთი ცათამბჯენი ვერ ჩაანაცვლებს…
იმედია ეკლესია კატეგორიული იქნება ამ საკითხთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,უფალო შეგვიწყალენის” მთქმელიც აღარ დარჩება მორწმუნეთა რიგებში…
ჩვენ არ გვჭირდება მარიხუანის მოსავლით გაკეთებული ქველმოქმედება… არ გვჭირდება და მორჩა…
P.S. ვინმე არ გამოხტეს და არ იკადროს, რომ პოლიტიკას ვეხები… ეს პოლიტიკას და ყველა ზღვარს გასცდა…

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი