„ოცნების“ კანდიდატები და კასტინგი „ზონდერებზე“ – მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება

ზონდერები

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, დაასახელა კანდიდატები და კასტინგი გამოაცხადა ზონდერებზეც. ძალადობა, დაშინება და შანტაჟი ამ არჩევნებზე ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი იქნება. 

ფირუზ წულუკიძე „მთავარ არხს“ იმ მიმოწერას აჩვენებს, რაც მის ძმასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მამას შორის შედგა. სწორედ ამ მიმოწერით დგინდება, რომ ორი ათასი ლარი რეზო წულუკიძემ დავით რიჟვაძესთან გარიგების შემდეგ მიიღო. ამას ადასტურებს ხმოვანი შეტყობინებებიც. 

დავალება მარტივი და ნათელი იყო. მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს პირდაპირ უთხრეს, რომ მათ კუნთმაგარი მეგობრები უნდა შეეგროვებინათ. არჩვენებამდე კამპანიაში მიეღოთ მონაწილეობა არჩევნების დღეს კი „ქართულ ოცნებას“ მათი უხეში ძალა სჭირდებოდა. 

წყარო: mtavari.tv

დაწერე კომენტარი