“ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ” – გია ხუხაშვილი ლიეჟის მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს

გია ხუხაშვილი

ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს გია ხუხაშვილი კომიკურს უწოდებს. ექსპერტი თვლის, რომ ის რაც ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა ხელისუფლების ისტერიულ შიშის უკავშირდება. მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა სამარცხვინო კადრები და ის ზუსტად ასახავს იმ ხარისხს, რა ხარისხის ხელისუფლებაც ქვეყანას ჰყავს.

„ჯერ ეს ერთი ისტერიული შიშის აქვს გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ. ირაციონალური მომენტი, ირაციონალური მოტივაცია მათ აქვთ. ეს კომიკური კადრები რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ იგივე დავუშვათ ლიეჟშიც, რომ სახეს მალავენ ვიღაცეები და გარბიან ხო… ძალიან სამარცხვინო და უხარისხოა ეს ყველაფერი. რა ხარისხის ხელისუფლებაც არის, იმ ხარისხით ასრულებენ ყველაფერს. რეალურად, სამწუხაროდ ეს არის რაღაც ოჯახურ გარჩევას ემსგავსება. ანუ ორი პოლიტიკური ძალა იბრძვის  მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ვინ იქნება მურუსიძის  პატრონი ეს არის მთავარი გასარჩევი. ეს არის მთავარი გასარჩევი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა  ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან ინციდენტებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა დარბაზში შეჭრის მცდელობებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ პირებმა ვინც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. შეხვედრის მონაწილეებმა დარბაზიდან ახალგაზრდა მამაკაციც გამოიყვანეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლის სროლას აპირებდა. 

პოპულარული

„აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური“ - მამუკა ბახტაძე პანკისის მოვლენებზე
„დაძაბულობის დაწყებამდე 35 პოლიციელის გარდა ხეობაში არავინ ყოფილა, ესაა ფაქტი“ - გიორგი გახარია პანკისის მოვლენებზე
„ჰკითხეთ შს სამინისტროს სწორად დაიგეგმა თუ არა ოპერაცია პანკისში“ - გრიგოლ ლილუაშვილის განმარტება
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს
"დიდი გამარჯვებები და ხელისუფლების ცვლილება ზუგდიდიდან დაიწყება" - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში იმყოფებოდნენ
ბრიტნი სპირსის პირველი ფოტოები ფსიქიატრიულში მკურნალობის შემდეგ (ფოტოები)
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს
ივანიშვილი პრემიერის კანდიდატურას ამ დღეებში დაასახელებს - დიდი ცვლილება მთავრობაში
შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს დანიის ყველაზე მდიდარი ადამიანის 3 შვილი ემსხვერპლა
დაწერე კომენტარი