„ოცნების“ ბერმუდის სამკუთხედი – პროკურატურა, სასამართლო, ადვოკატურა, პარლამენტი, ანუ მდინარაძე, ზარდიაშვილი და მესხი

„ოცნების“ ბერმუდის სამკუთხედი – პროკურატურა, სასამართლო, ადვოკატურა, პარლამენტი, ანუ მდინარაძე, ზარდიაშვილი და მესხი

შავი ჩაი ასკილით

სქემა, რომელიც ვრცელდება „საჭირო დროს, საჭირო მომენტში, საჭირო საქმეებისთვის“. „საჭირო საქმის“ „მუზა“ შეიძლება ე.წ. ცნობადი სახეების ოჯახის წევრები (ქმარი, ცოლი, შვილები, საყვარლები…) იყვნენ. „მუზად“ ასევე, შეიძლება, გამოდგეს ისეთი მძიმე შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება (მძიმე, მსუბუქი), ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გადაზიდვა-გადატანა და ასე შემდეგ, თუმცა ე.წ. ცნობადი სახეები და მათი „დასაკრიში“ „ცნობადები“ მხოლოდ მძიმე დანაშაულობებში ფიგურირებენ.
მოკლედ, „თაიმერი“ იმ საქმეებზე საუბრობს, რომელთაც საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს.

„საჭირო საქმის“ გამოყენება ასე ხდება: ე.წ. ხმაურიანი საქმის დეტალების „საჭირო“ საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით „გაპარება“, რასაც მოჰყვება თავის მართლება(სავით), ჩვენ რა შუაში ვართ, ჟურნალისტებმა გაიგეს! ეს „კანტროლკაა“, რითაც საზოგადოების „მუშაკზე აყვანა“ ხდება – ადამიანები სამართლიანობის მოლოდინში არიან და უცებ … გირაოთი გათავისუფლებული ეჭვმიტანილი, პროკურატურის გაოცებული „სახე“, „მძიმე“ კომენტარები და მოლოდინი – რას იტყვის ხალხი.

ხალხი თუ იხმაურებს, „პლასტინკა“ შეიცვლება, რასაც მოჰყვება კომენტარები, აი, იქ არა, მაგრამ სამართალმა მაინც პური ჭამა!… ხალხის რეაქცია წავა ყველა მხარეს, ოღონდ იმ მიმართულებით – არა, საიდანაც ყოველივე ეს მოდის!

დიახ, ეს ასეა…

კონკრეტული ფაქტი: კლუბ „ბასიანში“ დაჭრეს დიდუბის პოლიციის უფროსის მოადგილე და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი. ეჭვმიტანილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციომ შეცვალა და ეჭვმიტანილი დააკავა. პროცესზე მოხდა საოცრება – მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ მას კანონი უკრძალავს, თავისი აზრი გამოთქვა, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ანუ პროცესის მსვლელობისას განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია, ასეთ საქმეზე გირაოს შეფარდება და ცოტა გაკვირვებულია თავისი კოლეგის გადაწყვეტილებით.  ხაზგასმით ვამბობთ: ეს კანონდარღვევაა, მაგრამ ხალხმა ვერ შეამჩნია ერთი „უბრალო“ მიზეზის გამო: ეჭვმიტანილის გირაოთი გათავისუფლების გამო ძალიან აღშფოთებული იყო! ეს ხდება იმ დროს, როცა საქმის მასალების შესახებ არავინ არაფერი იცის, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებამ არ იცის დეტალები, ცნობილია მხოლოდ ფაქტი. გირაოთი ეჭვმიტანილის გათავისუფლებამ პროკურატურა-პოლიციის წისქვილზე დაასხა წყალი – არავის გაახსენდა კლუბ „ბასიანში“, „ნაგლად“ რომ იყიდება ნარკოტიკული საშუალებები, „მანაგუადან“ დაწყებული „კოკაინით“ დამთავრებული და ამდენად, არავის დაუსვამს კითხვა – სად არის პოლიცია? ნარკოტიკული საშუალებების „იავნად“ ყიდვა-გაყიდვა ჯერ დაკანონებული არაა, მაშ, რატომ არავინ აქცევს ყურადღებას, რა ხდება „ბასიანში“ ან სხვა კლუბებში?! მთელი აგრესია მოსამართლეზე გადავიდა და ყველა დეტალი დაიჩრდილა, არადა, ეშმაკი სწორედ დეტალებშია.

დღეს უკვე არავის ახსოვს „ბასიანი“ და რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი. „ბასიანი“ ისევ „ბასიანობს“ და „იბასიანებს“ მანამ, სანამ იქ რამე კიდევ არ მოხდება!

ამასობაში „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია: ჩვენი წყაროს ცნობით, „ბერმუდის სამკუთხედი“ პროკურატურა, სასამართლო, ადვოკატურას შორის 2013 წელს „შეიკრა“. მათ, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდეგ პროკურატურა ან ძალოვანი უწყება (და ასეთები ცოტანი იყვნენ, ცნობადობის მიხედვით) დატოვეს, ახალმოსულებთან „გააფორმეს“ „გარიგება“, რომელსაც ადვოკატები „ჯენლტმენურ გარიგებას“ ეძახიან, ანუ, „ახლები“ „ძველ“ საქმეებს „გაასუფთავებდნენ“ და ეს „ძველი საქმეები“ სულ არ ეხებოდა უბრალო მოკვდავთ. ამიტომაა, რომ სამართლიანობაზე მეოცნებე ადამიანები დღემდე უსამართლო სამართალზე ჩივიან.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძველ მეთოდს დაემატა ერთი შტრიხი: „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, სადავეები ხელში ყოფილმა ადვოკატმა, პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ აიღო. „ბერმუდის სამკუთხედს“ წარმოადგენს – მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და რამდენიმე მოსამართლე. ჩვენი ინფორმაციით, მდინარაძე-ზარდიაშვილის „დუეტის“ „კაშკაშა ვარსკვლავია“ მოსამართლე შონია, რომელსაც აწერენ „საჭირო საქმეებს“ და შონიაც სათანადოდ „აიმასქნებს“. მდინარაძე-ზარდიაშვილი საჭირო ადვოკატს რთავენ საქმეში, რომელსაც საჭირო მოსამართლეს გადასცემენ, რაც „ბასიანის“ (და არა მხოლოდ) შემთხვევაში მოხდა . ერთ-ერთი ასეთ ადვოკატად, როგორც ამბობენ, ზაზა მესხი ითვლება.სწორედ ამ მეთოდით მოხდა „ბასიანის“ საქმის ეჭვმიტანილის გირაოთი გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლოშიც გაკეთდებოდა საქმე, რომ არა საზოგადოების აქტიურობა.
საინტერესოა რამდენიმე დეტალიც: სააკაშვილის ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა ზარდიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალავიძის „საძმოა“, სწორედ ალავიძის „დამსახურებითაა“ ზარდიაშვილი „ცვეტში“, ალავიძე, თავის მხრივ, კვირიკაშვილის საყრდენი წერტილია. ამ „ტრიუგოლნიკიდან“ რა გამოდის, დასკვნები თავად გააკეთეთ.

timer.ge

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი