„ოცნებას“ განმარტებებს სთხოვენ – “უკვე აშკარად თვალში საცემია მათი დისტანცირება დასავლეთისგან…”

ოცნება

„ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. ეს იმას ნიშნავს, რაც ამდენ ხანს, ასე ვთქვათ, ლეგენდა იყო – რომ „ქართული ოცნება” ეწინააღმდეგებოდა ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნას, აღმოჩნდა, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება, „ქართული ოცების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს სიმართლე არ იყო და ეს დაბლოკვა ტენიკური საკითხების გამო ხდებოდა”, – ასე ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშილი „რეზონანსთან” ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის „ინტერპრესნიუსთან” გაკეთებულ განცხადებას.

„ქართულ ოცნებაში” ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს. ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში რომ აშშ-ს ელჩად ჩამოსულიყო. ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც „პროსააკაშვილურია” და არც „პროივანიშვილური”, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია”, – განაცხადა დენიელ ფრიდმა „ინტერპრესნიუსთან”.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს ელჩზე უარი თქვას, თუმცა, მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” უნდა ახსანას ის მიზეზები, რის გამოც ელჩი დაბლოკა.

„ქართულმა ოცნებამ” ამ ფაქტზე განცხადება უნდა გააკეთოს – არის თუ არა ეს სიმართლე. ზოგადად, სახელმწიფოს უფლება აქვს ელჩზე უარი თქვას, მაგრამ უნდა ახსნას რატომ თქვა უარი, რა იყო ამისი მიზეზი, იმიტომ, რომ ქალბატონი ბრიჯიტი ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, კარგად იცნობს საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, არამედ საქართველოს დაუჭერდა მხარს.

„აშშ-სთვის საქართველოს როგორც სახელმწიფოს აქვს მნიშვნელობა და ამიტომ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია. უცნაურია ქართული მხარის პოზიციის გამოაშკარავების მიმართულებით, ანუ ამჯერად სათქმელი აშკარად „ქართულ ოცნების” მხარესაა, მათ უნდა ახსნან ან ეს განცხადება შეესაბამება სინამდვილეს, ან – არა და თუ სინამდვილეს შეესაბამება, კეთილი ინებონ და თქვან რა მოხდა და რატომ არ ენდობონდნენ ბრინკს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა და ძალიან წაადგებოდა საქართველოს მისი მუშაობა”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

იგი ფიქრობს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ისეთი მაღალი დონის დიპლომატი, როგორიც დენიელ ფრიდია, განცხადებას ანალიზის გარეშე არ გააკეთებდა.

„მგონია, რომ ეს განცხადება სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ასე უაპელაციოდ ასეთი მაღალი დონის დიპლომატი ამ განცხადებას არ გააკეთებდა.

იყო ასეთი ფაქტიც, როდესაც ჩვენ დავბლოკეთ სომხეთის ელჩი საქართველოში. სომხეთი იძულებული გახდა განმოეგზავნა სხვა ელჩი. ამას არავითარი დაძაბულობა და მიუღებლობა არ გამოუწვევია, სომხეთმა ეს ჩვეულებრივ ამბავად მიიღო და ყოველგვარი გართულების გარეშე კანდიდატი შეცვალა. ელჩის დაბლოკვის მიზეზი ჩემთვის უცნობია მოვინდომე კიდეც რომ გამეგო, მაგრამ უშედეგოდ. 

ასეთივე ფაქტი იყო მეთიუ ბრაიზას მიმართ მიუღებლობა აზერბაიჯანში. იგი უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი და თუ არ ვცდები, აზერბაიჯანმა მასზე უარი თქვა. ფაქტია, რომ მეთიუ ბრაიზას მიმართ, აშშ-ს წინააღმდეგ გაილაშქრა ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ.

„თუ აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, აშშ-ის ხელისუფლებისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დარწმუნებული ვარ, უფრო ფორმალური და ოფიციალური დამოკიდებულება იქნება, ვიდრე მეგობრული, როგორი მეგობრულიც ამდენ ხანს იყო.

„ანაკლიის მოვლენები, ელჩის საკითხები, „თი-ბი-სი ბანკის” წინააღმდეგ რაღაც ღონისძიებები – ყველაფერი ეს ერთად და სხვა ფაქტორებიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება აშკარად დისტანცირებას ახდენს დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებებისაგან, ეს თვალშისაცემია.

„ძნელი სათქმელია რუსეთისკენ მიდის თუ არა, მაგრამ დასავლეთთან დისტანცირებას ნამდვილად ახდენს. ამიტომაც ბევრ ოპონენტს ასეთი განცდა უჩნდება – რომ რუსეთისკენ ხომ არ მივდივართ”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი