“ოცნებამ” გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა, აიღო ვალი და არ გადაიხადო”

არჩილ გამზარდია

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია აკრიტიკებს ხელისუფლების ინიცატივას, რომლის მიხედვითაც საბანკო დავალიანების გამო შავ სიაში მყოფ პირებს ვალები ჩამოეწერებათ.

გამზარდიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა, აიღო ვალი და არ გადაიხადო

„თეორიულად დავუშვათ, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია, მაშინ ჩნდება შეკითხვა, როდესაც ეს პროცესი 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, რატომ გაკეთდა მასზე განცხადება 19 ნოემბერს და არა 29 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ?”

” როდესაც ეს დაპირება ჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე დღის წინ, ეს აშკარად აჩენს ხელისუფლების განზრახვას, რომ მასობრივი კმაყოფილება, მასობრივი ლოიალობა გამოიწვიოს და ამ ძალისხმევის სანაცვლოდ არჩევნებში ხმები შეიძინოს. ამდენად, ცხადია რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და 600 000 ადამიანზეა საუბარი. ”

” ეს ინიციატივა ასევე უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც შეიძლება ძალიან ბევრ რამეს იკლებდნენ, მაგრამ ბანკის ვალებს პატიოსნად იხდიდნენ და ახლა „ოცნებამ“ ისინი სულელების როლში გამოიყვანა და გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა აიღო ვალი და არ გადაიხადო.
„როგორც პოლიტიკის საგანი სახელწმიფოსგან, ეს არის ყოვლად უზნეო, იმიტომ რომ, ქვეტექსტი ასეთია, სახელმწიფო წაახალისებს არა კეთილსინდისიერ და პატიოსან გადამხდელს, არამედ „შავ სიაში“ არსებულ პირებს… მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოა, როცა გარკვეული ადამიანებისთვის შვების მოტანა ხდება, მაგრამ ალტრუისტი ბანკების მე არ ჯერა. მე ამ ნაბიჯმა ბევრად უფრო ცუდი განწყობები შემიქმნა ხელისუფების მიმართ, ვიდრე მეტი ლოიალობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე. “

” „თუ „ოცნების“ ეს პოპულიზმი და მომსყიდველობა გაამართლებს, ეს ათასგზის ცუდი იქნება სხვა მხრივადაც, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს უბიძგებენ კვლავ ცრუ დაპირებები და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევები გამოიყენონ. ამიტომ პოლიტიკური ლანდშაფტისთვისაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს მავნე ზრახვა, მავნებლური პოპულიზმი, რომლის მიზანი არ იყო ზოგადი სიკეთე, არამედ იყო საკუთარი მოგება, არ იქნება ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. “- აცხადებს არჩილ გამზარდია.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი