“ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია”- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილი ჩვილის, მამის ოჯახის წევრები ახალ საკმაოდ მძიმე გარემოებებზე საუბრობენ.მათი თქმით, გარდაცვლილი მამამ იპოვა. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ 16 წლის მ.შ-მ საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლკელობა სცადა, თუმცა მათი თქმით, არასრულწლოვანმა დედამ, შვილის გაგუდვის შემდეგ ღამე სასტუმროში გაატარა. 
ბრალდებულის მეუღლის მამიდა, ნონა დვალიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში თავად დარეკა. 
“დილის 6 საათზე მირეკავს ჩემი ძმისშვილი და მეუბნება, რომ გოჩიკო გარდაცვლილია, მარიამი კი არსად სჩანს. მეგონა მარიამს ბავშვი შემთხვევით მოუკვდა და ახლა თავს იკლავს ან მოიკლა უკვე. გამოვიძახე 112 და შველა ვითხოვე. 
სახლიდან ოქრო წაიღო, როგორც ამბობენ, ის ოქრო დაულომბარდებია და ის ღამე სასტუმროში გაუტარებია იმ ბიჭთან ერთად. 
მესიჯობდა 24 საათი და მერე შლიდა. ქმარი ეუბნებოდა, ვის ემესიჯები, წავიდეთ და ამოვყაროთო, ეს იყო კონფლიქი”- ამბობს ნონა დვალიშვილი. 

ნიუპოსტი

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი