“ოქროს გლობუსი 2017”-ის მფლობელების ვინაობა ცნობილია

cyc

ოქროს გლობუსი 2017-ის მფლობელების ვინაობა უკვე ცნობილია. ბევერლი ჰილზში ოსკარის შემდეგ, კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების რიგით 74-ე ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო დრამად მთვარის შუქი დასახელდა, თუმცა საღამოს უდაო ფავორიტი მიუზიკლი ლალა ლენდი გახდა.

დამიენ შაზელის მიუზიკლმა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე ახალი რეკორდი დაამყარა. ამერიკელი რეჟისორის სურათმა წარდგენილი 7 ნომინაციიდან, შვიდივეში გაიმარჯვა.

ლალა ლენდი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ კომედიისა და მიუზიკლის ჟანრში წლის საუკეთესო ფილმად, მთავარი როლის შემსრულებლები, რაინ გოსლინგი და ემა სტოუნი კი ამავე ჟანრის საუკეთესო მსახიობებად აღიარა.

წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა სურათის ავტორიც.

რეკლამა

დაწერე კომენტარი