ორხევში ნათლიის მიერ მოკლული კაცი ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრის ძმაა (ფოტოები)

ორხევში ნათლიის მიერ მოკლული მამაკაცი, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრის, ინსტრუმენტალისტის, გიორგი გაბრიელაშვილის ძმაა.

გუშინ დილით, ორხევში ნათლიამ ნათლული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერე კომენტარი