„ერთ-ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“ – საზარელი შემთხვევა ბათუმში, კლუბში ორი პირი დაჭრეს

არ გადაკვეთო

ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაშავებულები კლინიკა „მედცენტრში“ არიან გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო მეორე მამაკაცს, რომელიც 22 წლის არის, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი