“ორი კატეგორიის ადამიანები მაღიზიანებენ: ისინი, ვინც პრინცების და პრინცესების მოლოდინში არიან და ისინი ვინც მითიური “მესამე ძალის” გამოჩენას ელის პოლიტიკაში” – დავით ჩუთლაშვილი

მოქალაქე დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

საქართველოში ორი კატეგორიის ადამიანები მაღიზიანებენ ყველაზე საშინლად: ისინი, ვინც პრინცების და პრინცესების მოლოდინში არავის არ ხვდება, ვისაც არავისთან არ აქვს სექსი, რადგან უშეცდომო, სრულყოფილ, ზომიერად გამხდარ, მდიდარ, ზომიერად თმაშეკრეჭილ და წვერმოპარსულ 19 წლის ადამიანებს ელის და კიდევ ისინი, ვინც მითიური “მესამე ძალის” გამოჩენას ელის პოლიტიკაში. ყველაზე საშინელი ხალხი ბუნებაში. სამყაროში. მეტაგალაქტიკაში. მიკვირს, რატომ ვერ იზრდებიან. აი, რატომ ვერ იზრდებით მართლა? აეე! საკუთარი მშობლები ყოველთვის მოგწონთ? დედა, მამა, ძმა, და ან რამე? ცოტა არ იყოს და შიგ ხო არ გაქვთ ისე (ჩვენში რომ დარჩეს)? ასე ყველაფერი მოგწონთ საკუთარი ახლობლების და არც პროტესტი გიჩნდებათ არასოდეს მათ მიმართ და არც კამათობთ მათთან? ჰოდა, რომ კამათობთ საკუთარ სისხლთან და ხორცთან, რატომ მოითხოვთ, რომ სრულიად უცნობი ადამიანი იყოს სრულყოფილი? არა, მესმის, ბატონო, რომ სრულყოფილებისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ, მაგრამ არა ურთიერთობათა ხარჯზე. არა ადამიანების ხარჯზე. და არა პოლიტიკის ხარჯზე.

კიდევ ისინი მაღიზიანებენ ყველაზე უფრო მეტად, ვინც არასოდეს არ გამოთქვამს პროტესტს საკუთარი პოლიტიკური ძალის, მისგან მხარდაჭერილი პოლიტიკოსის მიმართ და ვინც საკუთარ გერლფრენდს, ბოიფრენდს, ქმარს, ცოლს თუ რაღაცას ყველაფერში ეთანხმება და ყველაფერს “უპრავებს”. ვისაც ყოველთვის უდგება საკუთარ სექსუალურ პარტნიორზე, ვინც არ იცის, რა არის ღალატი და ვისაც უნდა, რომ ყოველთვის უშეცდომო იყოს. ეგეთებს საერთოდ არ ვენდობი.

მათ ძალიან ჰგვანან ისინიც, ერთმანეთში ყოფნას რომ ცდილობენ სულ. სულ ერთად რომ არიან. და ყველაფერი რომ აქვთ საერთო. აი გამუდმებით რომ ხერხავენ ერთმანეთს და სხვას არავის რომ აღარ უყურებენ, “ფეისბუკებიც” საერთო რომ აქვთ. ადამიანი გეხმარება. ქალს მოსწონხარ, ბიჭო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა გადასანსლო და თმიანად, ძვლებიანად და ფრჩხილებიანად მოინელო. დაუტოვე რა პირადი სივრცე.

აი ახლა აქ გოგოს რომ ვხვდები მაგალითად. აზიელი ემიგრანტები არ ევასება. სულ ინდოელებზე, პაკისტანელებზე, აფრიკელ ლტოლვილებსა და ეგეთ ადამიანებზე ლაპარაკობს, რომლებიც აქაურებზე ხუთჯერ მეტნი არიან. მაგრამ კარგი გოგოა. მის შეხედულებებს არანაირად არ ვიზიარებ არც აფრიკელებთან და არც აზიელებთან მიმართებით, მაგრამ სხვა რაღაცები აქვს კარგი. თამამი, გულკეთილი და მზრუნველია. ცოტა გრძელი ცხვირიც აქვს, თხელი ტუჩები და მთელი სხეულიც ტატუებით მოხატული, მაგრამ არც მე მაქვს მოკლე ცხვირი და სქელი ტუჩები და საერთოდ, მომწონს კიდეც ცოტა გრძელცხვირა და თხელტუჩა გოგოები. პაჭუაცხვირიანი და გამობურცულტუჩებიანი, ქერა და ცისფერთვალება რუსი ანგელოზები არ მევასებიან. ჩემნაირები მევასებიან. სულ მკიდია გამობურცული ტუჩები თუ არ ექნება. მე მინდა ადამიანი. ქალი. ჩემნაირი ქალი. არასრულყოფილი. მთავარია, დებილი არ იყოს და გოიმი. აი ქალიშვილი და კაცებს რო არ ენდობა. ყლექალა.

გუშინ ვიყავით აია-ნაპაში. მანქანით დავგაზეთ. ხო შეიძლება, ტერორისტი ვარ ან ბანდიტი. რომელი ქართველი გოგო ჩაგისვამს მანქანაში და წაგიყვანს? სულ არ ჰკიდიხარ? მაგრამ მთავარია, რო ერთმანეთი გვევასება.

P. S. არავის ცოლად მოყვანას არ ვაპირებ. მე ვერავინ ვერ დამადგამს კისერზე უღელს. როგორც კი შევატყობ, რო ურთიერთობა მარაზმად გადაიქცა, ეგრევე დავტყდები. As always.

ეჰ, დავბერდი… ვეღარ ვკერავ ძველებური რაოდენობის გოგოებს. ამ ცხოვრების დედა რო ვატირე მე.

P. S. მესამე ძალის და პოლიტიკური პლურალიზმის არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. არცერთი პარტია არასოდეს რომ არ მოსწონს, არც მესამე და არც მეასე, იმ ხალხზე ვლაპარაკობ.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი