ორი ახალგაზრდა ცოცხლად ჩაიწვა – საზარელი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისიტრალზე

ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგედია ცოტა ხნის წინ მოხდა. 2 ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე პიროვნება, ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

ადგილობრივების თქმით, გზა, რომელზეც ავარია მოხდა, დაახლოებით 4 თვეა გადათხრილია და ის მოძრაობას აფერხებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო.

ადგილზე ამ დომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

პოპულარული

ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი თოვა, ქარი და ზვავსაშიშროება - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება
დაწერე კომენტარი