
პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელ კარს ბოქლომი დაადეს.
სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად, პროკურატურის წინ აქციაზე იმყოფებოდა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
„როკურატურა არის ის შენობა, რომელსაც ბოქლომი დაადო ივანიშვილმა. ყველამ იცის, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ აქვთ და ახლა ცდილობენ ახალი რამ მოიგონონ.
ამათ ჭკუა აქვთ უბრალოდ ? მშვიდობიანი აქციაა და რა დღეში არიან. ბატონო ბიძინა რა დღეში ხართ, რატო ნერვიულობთ. მშვიდობიანი აქციაა და აცადეთ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა“,- განაცხადა ვაშაძემ.