საქართველოში დიდი ოპოზიციური გაერთიანება იქმნება?!

მამუკა გამყრელიძე

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მამუკა გამყრელიძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

შავი ჩაი ასკილით

შეხვედრიდან იმდენად კმაყოფილი დავბრუნდი, რომ მოვლენებს ცოტათი უნდა დავასწრო და ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ.
მოგეხსენებათ, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების თემა ყველაზე აქტუალური და აქამდე გადაუწყვეტელი საკითხი იყო. მოლაპარაკებები კულუარებში პერმენანტულად მიმდინარეობდა, მაგრამ ყველა საკითხში შეჯერება ვერ ხერხდებოდა.
და აი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების პირველი, მაგრამ მტკიცე კონტურები გამოიკვეთა. მოხდა შეთანხმება სუბიექტებს შორის ურთიერთობების ძირითად პრინციპებზე. კონსულტაციები ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდა.
გაერთიანების ძირითადი მიზნები გახლავთ
1. 2020 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების მონაცვლეობის უზრუნველყოფა;
2. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება;
3. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა და მისი მხარდაჭერა;
ოპოზიცურ გაერთიანებას ექნება ფართო პლატფორმის სახე და მასში გაერთიანებულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ქართული საზოგადოების ცნობილი და ავტორიტეტული პერსონები;
P.S. უახლოეს დღეებში კიდევ იქნება სიახლეები. ახლა ამით შემოვიფარგლები 

loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი