“ოპოზიციის ფეხი პარლამენტში არ იქნება” – შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ

ოპოზიცია

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრიდან “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი უკვე გამოვიდა.

მისი განცხადებით, ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი იცის არა მხოლოდ ელჩმა, არამედ მთელმა პროგრესულმა სამყარომ.

“ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი და რა თქმა უნდა, ჩვენც ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დავალების მიხედვით ვხელმძღვანელობთ… მთავრობა არ შეიძლება ივანიშვილმა შეადგინოს, ვინაიდან ის უარს აცადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არ შესვლა, რაც პარლამენტის დაშლას ნიშნავს. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას და მის ამუშავებას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე მისთვის”, – უთხრა ადგილზე შეკრებულ ჟურნალისტებს ნათელაშვილმა და დასძინა, რომ “მისი და ოპოზიციის ფეხი, პარლამნეტში არ იქნება”.

დაწერე კომენტარი