„ოპერაცია დასრულდა. ეს უდიდესი პირველი ნაბიჯია.. მიყვარხართ ადამიანებო!“ – ხატია ქირია თურქეთიდან ემოციური მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტ ხატია ქირიას თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც თავად წერს სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი როგორი იქნება მკურნალობის შემდეგი ეტაპი.

cyc

ჟურნალისტი ხატია ქირია, რომელსაც მძიმე დიაგნოზის გამო, თურქეთში მკურნალობა სჭირდება, საზოგადოებას მიმართავს: „ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ვიღებ მორალურ და მატერიალურ დახმარებას…“

„ღმერთს მარტო ჯანმრთელობას ვთხოვ, გულს და სულს ჩავდებ ყველაფერში, მარტო ჯანმრთელობა მინდა“ – 28 წლის ხატია ქირია, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება

“ოპერაცია დასრულდა. ეს უდიდესი პირველი ნაბიჯია და მადლობა ყველა კეთილ ადამიანს ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო!!

ძალიან მიყვარხართ ყველანი!! მინდა რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს!!

რამდენიმე დღეში უკვე ექიმები მკურნალობის გეგმას მეტყვიან♥️

მიყვარხართ ადამიანებო!

ერთად ყველაფერი შესაძლებელია!
♥️😍
ეს კი ჩემი საუკეთესო Levan Gabunia”,- წერს ხატია ქირია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 28 წლის ჟურნალისტს მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა და საზოგადოების დახმარების წყალობით ახლა მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.

რეკლამა

დაწერე კომენტარი