ომის გმირები: ფრიდონ ბრეგაძე

ფრიდონ ფრეგაძე – უმცროსი სერჟანტი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაბადა 1987 წელს. დაღპა 2008 წელს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

რუსულმა ავიაციამ სოფელ ნიქოზზე მიიტანა იერიში. ფრიდონ ბრეგაძის ბატალიონი ქართულ პოზიციებს ამაგრებდა. 5 ქართველი მეომარი დაიღუპა დაბომვის დროს, ბრეგაძე მათ შორის იყო. ის გმირულად დაეცა სამშობლოს სადარაჯოზე. დღეს მის ისტორიას მეომარი ძმა იხსენებს, რომელიც ერთადერთ იმედად დარჩა ოჯახს. კოტე ბრეგაძე, ძმა: `მე ვაზიანის ჯარში ვმსახურობ. 2008 წლის ივლისში, ორი თვე, შვებულებით ვიყავით ჩამოსულები სოფელში. ორივე გამოგვიძახეს. ჩვენ-ჩვენ ბაზებში წავედით. კარგად ვიცოდით სადაც გვიწევდა წასვლა, ვიცოდით, რომ ომი დაიწყო… მე პირველივე დღეს დავიჭერი, ფრიდონი კარგად იყო. ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდა. ამ დროს ჩემი ძმა ნიქოზში იყო. 8 აგვისტოს დავუკავშირდით, და მითხრა, – გამოვდივარ სამშვიდობოს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ მოახერხა, მამისთვისაც დაურეკავს, კარგად ვარო. 9-10 აგვისტოს ვეღარ დავუკავშირდი. 11 აგვისტოს თბილისში ჰოსპიტალში ვიწექი, დაჭრილი ვიყავი. მეგობარმა დამირეკა, მითხრა, რომ ჩემი ძმა დაიღუპა შეტაკებისას და გორში გადაასვენეს. ტყიბულში ჩამოვასვენეთ 15 აგვისტოს…~ ორივე ობლობაში გაიზარდა, ბიჭებს დეიდა ზრდიდა, დედის სითბოს მოკლებულებს, სამშობლოს სიყვარულს სწორედ დეიდა უნერგავდა. კოტე ბრეგაძე, ძმა: `დედა ადრე გარდაგვეცვალა. ჩემი ძმა ამას ძალიან განიცდიდა… იცით, მიჭირს მისი ბავშვობის შესახებ რაიმეს თქმა. დედის დაღუპვის შემდეგ, ძირითადად დეიდა გვზრდიდა, და ის უყვარდა განსაკუთრებით. ჩვენ ძმებს, კარგი, თბილი ურთიერთობა გვქონდა, ხშირად ვსაუბრობდით ჯარის შესახებ, ფრიდონი მოწოდებით მეომარი იყო. ჩვენ, ბოლო 4 წელი, იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს, ორივე ჯარში ვიყავით და ამიტომ იშვიათად გვიწევდა ერთად ყოფნა. დიდი საერთო სამეგობრო გვყავდა. ძალიან უყვარდა ყველას. სული არ ენანებოდა მათთვის.~ ძმამ გადმოცემით იცის რა მოხდა ნიქოზში, მისთვის მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი, თუმცა ისიც მეომარია და ძალას იკრებს. კოტე ბრეგაძე, ძმა: `ნიქოზში დაბომბვა მოხდა. სწორედ ამ საავიაციო დაბომბვაში მოყვა. პატარა შენობა ყოფილა, რომ გაუგიათ საჰაერო დაბომბვა იყო მოსალოდნელი ამ შენობაში გადაუწყვეტიათ თავის შეფარება, ნაწილი შესულა და ნაწილს კი ვერ მოუსწრია. შენობას ბომბი რომ დაეცა, ჩემი ძმა იქ იყო. 5 ბიჭი დაიღუპა…~ 1987 წლის 4 დეკემბერს დაიბადა, ტყიბულში დღეს ფრიდონის სახელობის ქუჩაა, მის მშობლიურ სოფელში კი, გმირის სახელობის სპორტული მოედანია გახსნილი. მედალი მხედრული მამაცობისთვის ფრიდონ ბრეგაძის ოჯახში ინახება.

loading…
გააკეთე კომენტარი!