ომის გმირები: ფრიდონ თურმანიძე

ფრიდონ თურმანიძე

გორთან, სოფელ ყელქცეულში ნახეს ადგილობრივებმა გმირულად დაცემული უცნობი ჯარისკაცი. უპატრონეს, დაკრძალეს და ხმაც მიაწვდინეს ოჯახს. ფრიდონ თურმანიძე 7 აგვისტოს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა, ისევე, როგორც არაერთი მისი თანამებრძოლი. ცხელი წერტილიდან გამოსული, უკან შებრუნდა დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად, მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო. მზია ჯაბნიძე, მეუღლე: `ომის დაწყებამდე ველაპარაკე. ნაწილიდან დამირეკა, აინტერესებდა საინფორმაციო გამოშვებებში რას გადმოსცემდნენ. სევდიანი ხმა ჰქონდა… მე მერე ახალი ამბების გასაგებად ჩავრთე ტელევიზორი და დაკავშირება რომ ვცადე, ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. მოლოდინი არ ჰქონდაო ვერ ვიტყვი… ადამიანი როცა ჯარში მიდიხარ, იქ ყველაფერს უნდა ელოდოო – ასე ამბობდა და მზად იყო კიდეც თავგანწირვისთვის. ჩემი მეუღლე ომში თავისი ქვეყნის და ოჯახის გადასარჩენად წავიდა. გულჩათხრობილი პიროვნება იყო, არ უყვარდა სხვისი შეწუხება, ომის დაწყების შესახებაც ჩვენ იმიტომ არ გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა. ძალიან უყვარდა თავისი ნაწილი და კმაყოფილი იყო, რომ ქვეყნის სამსახურში იდგა. გადარჩენილი თანამებრძოლები მიყვებიან, რომ ისე იბრძოდა, ისეთი თავგამეტებით, რომ თავს შეაკლავდა მტერსო. არადა, როგორც მითხრეს, გადარჩენის შანსი ჰქონია, მაგრამ ის არ იყო სამშობლოს მოღალატე. უკვე სამშვიდობოს ყოფილან გამოსული და მიბრუნებულა დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად, გამოუყვანია სამშვიდობოს, თვითონ კი ვეღარ შეძლო გამოსვლა. ის ბიჭი დღესაც ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. უფროსი შვილი ძალიან განიცდის მამის დაკარგვას. ხშირად იხსენებს. პატარა ჯერ ამას ვერ აცნობიერებს. ხშირად ველაპარაკები ბავშვებს მამაზე, მინდა, რომ არ დაივიწყონ მისი წარსული, დააფასონ მისი გმირობა.. ფრიდონი ხომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა გმირულად. ადგილობრივებმა იპოვეს ჩემი მეუღლე გარდაცვლილი, დაკრძალეს და შეგვატყობინეს. მიუხედავად დიდი ტკივილისა, კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ ფრიდონი ნაპოვნი იყო. მადლობელი ვარ მათი, რომ უპატრონოდ არ დატოვეს მათთვის უცნობი ჯარისკაცი.~ ფრიდონ თურმანიძე 28 წლის იყო. 1980 წლის 14 ივლისს დაიბადა, დღეს მისი გმირობის ამბებს დედა პატარა ნიკოს და ნინოს უყვება. `მე კი არ მოვკვდი, უკვდავი გავხდი და თქვენს წინაშე ვარ ვალმოხდილი.~ ლექსის ამ სტრიქონებს, რომლებიც გმირის საფლავზეა ამოტვიფრული, შვილები ხშირად იმეორებენ. მათ იციან, რომ მამამ სიცოცხლე სამშობლოს ანაცვალა.

შავი ჩაი ასკილით
loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
ფიზიკური ანგარიშსწორება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულბისას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ“ - თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება
"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩევლებს აუზში ხვდება (ფოტო)
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი