ომის გმირები: მერაბ თუთისანი

მერაბ თუთისანი

ცხინვალის მისადგომებთან, ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეგობრების გამოყვანის დროს დაიღუპა – მერაბ თუთისანი, 22 წლის ვაჟკაცი, გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო და შეეწირა კიდეც თავი საყვარელ საქმეს. `თუთი~ – ასე მიმართავდნენ მას მეგობრები. თინა ფხაკაძე, დედა: `მერაბი, ქალაქ ხონში 1986 წლის 12 თებერვალს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსთა დირექციამ დააჯილდოვა – მხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. მერაბს ხონის 1-ლი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წელს ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ ზედიზედ სამჯერ დააჯილდოვა, ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე, კალათბურთში პირველ და მეორე ადგილებზე გასვლისთვის. ძალიან საინტერესო და აქტიური ბავშვი იყო, კარგი მეგობარი და ძმა. ასე ამბობდა, ჯერ ძმას მივხედავ და მერე ჩემს თავსო. მამუკა ახლახან დაოჯახდა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად `თუთის~ გაუხარდებოდა ძმის ბედნიერება. ქუთაისში სწავლობდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ დაუსწრებელზე გადავიდა, რადგან სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჩემს შვილს დიდი გეგმები ჰქონდა… მისი დიდი სურვილი სამხედრო განათლების მიღება იყო. ასევე, ოჯახის შექმნა და ტკბილი ცხოვრება სურდა დიდ ოჯახთან ერთად, მაგრამ ვერ მოესწრო… ჩვენთვის სიურპრიზების მოწყობა უყვარდა. თურმე მანქანა უნდა გამოეყვანა, მაგრამ არ დასცალდა. ეს მისი მეგობრებისგან შევიტყვეთ. შეყვარებული ჰყავდა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მეგობრის მეჯვარე იყო და იქ გაუცვნია ის გოგო. ტელეფონზე წერდა წერილებს. ,,ყველაფერი მალე დასრულდება და სულ ერთად ვიქნებითო~. მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, სამხედრო საქმეს გაჰყოლოდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში, სერტიფიკატები და მადლობები ჰქონდა მიღებული თურქი ოფიცრებისგან. სამხედრო აკადემიაში სწავლის დროს თბილისში გააუქმეს აკადემია და ამის შემდეგ მოაწერა ხელი ოთხწლიან სამსახურს. მსახურობდა ქუთაისის სამხედრო ბაზაზე, 32-ე ბატალიონის ქვეით ბრიგადაში. 2007 წელს გააგზავნეს ერაყში, სამშვიდობო მისიით. 2008 წლის აგვისტოში ბათუმში მუშაობდა ინსტრუქტორად. საშინელებაა საკუთარ შვილზე წარსულ დროში საუბარი. მიკვირს, რატომ ვარ ცოცხალი. მერაბი ბოლოს 2008 წლის აგვისტოში იყო ჩამოსული. ერთად წავედით თბილისში. ომი რომ დაიწყო, ვერ ვახერხებდით დაკავშირებას. მეზობელი გოგო მუშაობდა კრწანისში და ის გვატყობინებდა-ხოლმე ამბებს. მერე გავიგეთ, რომ თურმე ცხინვალში წინა ხაზზე იბრძოდა. მეგობრები გვიყვებიან ახლა, ვინ იცის `თუთის~ მკლავებმა რამდენი დაჭრილი გამოიყვანა სამშვიდობოსო. 9 აგვისტოს გვაცნობეს, ვაი ამის გაგებას, შვილო… 9 აგვისტოს ყველამ იცოდა მერაბ თუთისანის დაღუპვის ამბავი. 10 აგვისტოს ჩამოასვენეს ხონში. ერთი კვირის შემდეგ დავკრძალეთ…~ მერაბ თუთისანი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა. იმ ქუჩას, სადაც გმირი მერაბ თუთისანი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ქალაქ ხონში სპორტულ სკოლაში, სადაც ოლიმპიადები ტადრება, დაწესებულია მერაბ თუთისანის სახელობის ჯილდო, რომელსაც გამარჯვებულს მისი ძმა გადასცემს.

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი