ომის გმირები: ირაკლი ბაზაძე

ირაკლი ბაზაძე კაპრალი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1986 წელს. გარდაიცვალა 2008 წელს.

8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაეცა კაპრალი – ირაკლი ბაზაძე. ჭურვის ანასხლეტი ჰქონდა მოხვედრილი, სხვა მის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის, თვითმხილველები არ არსებობენ. ომარი ბაზაძე, მამა: `ბოლოს 5 აგვისტოს იყო ჩამოსული ჩვენთან. ომის დაწყების შესახებ, 7 აგვისტოს, თბილისში გავიგე. მაშინვე დავურეკე, მაგრამ არაფერი უთქვამს, კარგად ვარო მიპასუხა. გორი დაბომბვის პერიოდში გამოვიარე და არ ვიცოდი იქ თუ იყო… სულ გვატყუებდა. ბოლოს ძმისთვის უთქვამს, ომში ვარო, ნათესავებსაც ურეკავდა ხოლმე ამა და ამ სოფელში შევედითო. ერთი დღე კონტაქტზე ვერ გავდიოდით. ჩვენ გვეგონა დაჭრილი თუ იყო. ვეძებდით, მაგრამ ამაოდ… მერე თბილისიდან დაგვირეკეს… დნმ-ის ანალიზის შედაგად ერთი თვის მერე გაირკვა, რომ ირაკლი მუხათგვერდში იყო დაკრძალული… ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. როგორც ამბობენ, ირაკლი 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაღუპულა. ჭურვის ანასხლეტი ჰქონდა მოხვედრილი. ირაკლი 1986 წელის 7 ოქტომბერს დაიბადა საჩხერეში. საშუალო სკოლა სოფელ მახათურში დაამთავრა. ზრდილი და ჭკვიანი ახალგაზდრა იყო. სამეგობროში ყველას უყვარდა. მხიარული, ხალისიანი იყო ჩემი შვილი. ძმისგან გამორჩეული იყო ყოველნაირად. კარგი ძმობა ჰქონდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა. მიჭირს მის ბავშვობაზე საუბარი. ირაკლი ძალიან საყვარელი შვილი იყო. სავალდებულოში ერთი წელი იმსახურა, თბილისში. 2007 წელს მერე იქიდან გადავიდა. გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო. ვაზიანის სამხედრო ბაზაში მსახურობდა, მეოთხე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში, რიგით კაპრალად. ჩვენ მაინცდამაინც არ გვინდოდა, მაგრამ თავისი გადაწყვეტელება იყო და… ასე გვითხრა, სადაც ბიჭები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო. ჰოდა, წავიდა კიდევაც. პატრიოტი შვილი მყავდა, ვაჟკაცი. დაღუპვის მერე ჯილდო გადაეცა. ჩვენთვის ძალიან რთული გადასატანია ეს ყველაფერი…~ მამას უჭირს შვილზე საუბარი, თვალები ცრემლით ევსება და ყელში ებჯინება სიტყვა. ძნელია შვილზე წარსულ დროში ილაპარაკო, მიუხედავად იმისა, რომ გმირი გაზარდა, უკვდავყოფილი სახელით.

 

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
დაწერე კომენტარი