ომის გმირები: ემზარ წილოსანი

ემზარ_წილოსანი

ემზარი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა. თეონა წილოსანი, მეუღლე: „1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს… სკოლაში კარგად სწავლობდა… სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა. ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ბოლოს დავქორწინდით… ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგო… მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა. შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა… მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და კიდევ აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას… სენაკში მსახურობდა, წოდებით კაპრალი იყო… მძღოლად მუშაობდა. 6 აგვისტოს დაურეკეს. ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, მითხრა: გამომიძახეს და სასწრაფოდ უნდა წავიდე სენაკშიო. სახლიდან რომ გადიოდა, ცოტა აღელვებული იყო. არ მინდოდა იმ დღეს წასულიყო და ვთხოვდი, ხვალ დილით წადი-მეთქი. არ გაჩერდა, დღესვე უნდა გამოვცხადდეო… სენაკში რომ ჩასულა, პირდაპირ ცხელ ხაზზე წაუყვანიათ. მე არაფერს მეუბნებოდა, მერე გავიგე, რომ ცხინვალში იყო. 11 აგვისტოს შინდისში, სადგურთან დაღუპულა. ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, შუადღის 4 საათზე ველაპარაკე. მითხრა: ახლა არ მცალია და ცოტა ხანში დაგირეკავო… 2 ოქტომბერს დეენემის ანალიზით ამოვიცანით… ახლა ბავშვებს მამობაც მე უნდა გავუწიო. შუქრი და მარიამი ახლა 3 წლის და 2 წლის არიან. ხშირად კითხულობენ მამას. ბავშვები მამას ფოტოებით იცნობენ. შუქრი იძახის, დიდი რომ გავიზრდები, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო…“

პოპულარული

"ზურგით ვათრევდი პადვლიდან პროდუქციას და არავინ დაინტერესებულა, შენ კაცი ხარ, ქალი თუ ხარი ხარ" - "სპარის" კონსულტანტი გოგონას ვიდეომიმართვა
"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
20 ტიპის მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იქონიო
27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება
დაწერე კომენტარი