ომის გმირები: გიორგი წიქარიშვილი

გიორგი_წიქარიშვილი

9 აგვისტოს ცხინვალთან 19 წლის გიორგიმ უკანასკნელად იბძროლა. თანამებრძოლები წიქარას ეძახდნენ. ტანკების უკან მდგარან, როცა რუსულ ავიაციას მათი მძიმე ტექნიკა დაუბომბავს და ერთი სერჟანტი დაუჭრია. მძიმედ დაჭრილ სერჟანტს ბიჭების მიხედვა გიორგისთვის უთხოვია. წიქარას ავტომატი ხელში აუღია და ბიჭებისთვის შეუძახია, მომყევითო. ალმოდებულ ტანკებს შორის წინ გაჭრილა, მის უკან ვინც იყო, ყველა გადარჩა, თავად გიორგი კი ცეცხლიდან აღარ გამოსულა. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა 19 წლის გმირი, რომელსაც აგვისტოში ქორწილი უნდა ჰქონოდა. 2008 წლის ზაფხული გიორგის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო… მარინა ბარბაქაძე, დედა: „30 მაისს ცოლი მოიყვანა და ქორწილის გადახდას 30 აგვისტოს აპირებდა. 6-ში დაგვირეკა და გვითხრა, ამ შაბათ-კვირას ვერ ჩამოვალო, შემდეგ მეუღლეს ელაპარაკა და ქორწილის ამბები დაგეგმა. 38 წლის დედა ვარ, ბიჭების მშობლებში ყველაზე ახალგაზრდა… დედები მეუბნებიან, ვაჟკაცურად გიჭირავს თავიო. არ ვიცი, ალბათ, ჯარისკაცის სული გადმოვიდა ჩემში. მიმაჩნია, რომ იმ დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად ღირს ცხოვრება. ძალიან მინდა ჯარში წასვლა, მაგრამ, როგორც გიორგის დედა, არ მიმიღეს, შენ გმირი შვილი გაზარდე და ჩათვალე, რომ ახლა მთელი ჯარი შენ გეკუთვნისო…“ გიორგი 1988 წელის 30 აგვისტოს ხაშურში დაიბადა. 18 წლისა უკვე ჯარისკაცი იყო. დედა: „16 წლის ვიყავი, გიორგი რომ მეყოლა. ჩემი პირველი შვილი იყო. თითქმის ერთად გავიზარდეთ მე და ჩემი შვილები. გიორგი თავის ასაკთან შედარებით სერიოზული იყო. სანამ მოწვევა მოუვიდოდა, თვითონ გამოცხადდა კომისარიატში. ჯარის ცხოვრება ძალიან მოსწონდა. ერთი წელი იყო სავალდებულოში. 2007 წლის 25 ივნისს მოაწერა ხელი კონტრაქტს. ვაზიანში 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ბოლოს სახლიდან 4 აგვისტოს, დილაუთენია გავიდა. ძილბურანში ვიყავი, როცა გიორგის ხმა მომესმა: „აბა, ჰე, კარგად იყავითო“ . ჩემს რძალსაც ვკითხე, ბოლოს რა გითხრა-მეთქი? ასე მითხრა, ერაყში ისე არ წავალ, თუ ბიჭი არ მეყოლებაო. ეს იყო ორშაბათი დილა, 4 აგვისტო, ვაზიანიდან 6-ში წაიყვანეს. ბოლოს 8-ში ველაპარაკეთ, დედა ვარ და მაინც ვუთხარი, რომ, თუ რამე ხდება ისეთი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე-მეთქი, გაბრაზდა და მითხრა: შენ ასეთი ლაპარაკი არ გეკადრება, მე ათი ნაბიჯით წინ თუ არ წავედი, ჩემს ძმებს რა პასუხი გავცეო?!“ გიორგის მოძებნა დეენემის ანალიზის შემდეგად გახდა შესაძლებელი, ის მუხათგვერდის სასაფლაოზე 25-ე ნომრად იყო დაკრძალული. დედას მისი გადმოსვენება არც უფიქრია, გმირები ერთად არიან და მისი ადგილიც იქ არისო, ამბობს. გმირის აღმზრდელ დედას შვილის აყვანა აქვს განზრახული, რომ სამშობლოს კიდევ ერთი ვაჟკაცი აღუზარდოს… „ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება, დიდია ეს ტკივილი, თუმცა არც ის სიყვარული და სიამაყეა მცირედი, რომელიც გიორგიმ 19-წლიანი ცხოვრებით დამიტოვა. ღირს ცხოვრება, თუნდაც ამ ბიჭების სახელზე… აუცილებლად ავიყვან შვილს და მჯერა, ამ შვილსაც ღმერთი გამომიგზავნის“.

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
"ცხოვრება შვილის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს... მე უბრალოდ დრო გამყავს" - მაია ასათიანი (ვიდეო)
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
დაწერე კომენტარი