ომის გმირები: გიზო წულაია

გიზო_წულაია

გიზო წულაიების ოჯახში, პირველი ვაჟი იყო. მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში წლების წინ მას ცელქ და მოუსვენარ ბავშვად იცნობდნენ, დღეს კი ის გმირია. დიახ, ისიც ერთ-ერთი იყო იმ უამრავ გმირს შორის, რომელმაც საკუთარ ქვეყანას შესწირა თავი და ქვეყანასვე დაუტოვა ვაჟი, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. წლინახევრის გიზო მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, თუმცა პატარას უკვე ესაუბრებიან თავდადებული მამის შესახებ. ლორიტა გოგოხია, მეუღლე: `ყოველთვის შვილზე ოცნებობდა, პირველი ბიჭი უნდოდა და აუსრულდა კიდეც ეს სურვილი, მაგრამ თვითონ ვერ მოესწრო, მისი სახელი დავარქვი ბავშვს. ორი თვის ორსული ვიყავი, რომ დაიღუპა. გორში გადმოვედით ქირით, რადგან იქვე მსახურობდა. ომი რომ დაიწყო 8-ში შემოირბინა და თბილისში გამაცილა. მალე ვნახავთ ერთმანეთსო. არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ თვითონ არ გამაჩერა, თან ორსულად რომ ვიყავი იქ არაფრით არ დამტოვებდა. გამომშვიდობებისას მუცელზე მომეფერა – ნუ გეშინია, ბავშვს ხომ გიტოვებო. იმ ღამეს დაიღუპა, სატანკო ბატალიონის დაბომბვისას~. სამხედრო საქმე ბავშვობიდან უყვარდა, ზეპირად იცოდა პატრიოტული ლექსებიო – იხსენებს გიზოს მამიდა, ნინელი წულაია, რომელსაც ხშირად ეუბნებოდა ხოლმე: – 5 შვილი რომ შემეძინოს, ამ გზით უნდა გავზარდოო. სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში სამუშაოდ წავიდა. იქაური მილიცია ქართველ ახალგაზრდებს ხშირად დევნიდა, გიზოც არაერთხელ გამხდარა რუსული მილიციის სამიზნე, თუმცა პეტერბურგში ჩასვლა არასდროს უნანია, რადგან სწორედ იქ გაიცნო თავისი მეორე ნახევარი, სოხუმიდან დევნილი ახალგაზრდა გოგონა, ლორიტა გოგოხია. ლორიტა გოგოხია, მეუღლე: მალე საქართველოში ჩამოვედით და დავქორწინდით. ყოველთვის შვილზე ოცნებობდა, პირველი ბიჭი უნდოდა და აუსრულდა კიდეც ეს სურვილი, მაგრამ თვითონ ვერ მოესწრო, მისი სახელი დავარქვი ბავშვს~. ნინელი წულაია, მამიდა: `საქართველოში რომ ჩამოვიდა, მაშინვე გორის სატანკო ბატალიონში დაიწყო საკონტრაქტო სამსახური. ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა და უკვე გაგრძელებაზე ფიქრობდა, მაგრამ შვიდ თვეში დაიღუპა~. 8 აგვისტოს მეუღლესთან სახლში შეირბინა და თბილისში გააცილა. თვითონ კი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა… მეუღლემ ტელევიზორით შეიტყო სატანკო ბატალიონის დაბომბვის ამბავი, მიხვდა, რომ ყველაფერი ისე იმედიანად არ იყო, როგორც გიზო არწმუნებდა. ლორიტა გოგოხია, მეუღლე: `ტელევიზორში, როგორც კი გამოაცხადეს გორის სატანკო ბატალიონი დაბომბესო, მივხვდი რომ საქმე ცუდად იყო, მის ძმაკაცს დავუკავშირდი, მაგრამ დამიმალა. მას, რომ ვერ ვუკავშირდებოდი ვხვდებოდი, რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, ამაზე ფიქრიც არ მინდოდა. ნათესავებს გაუგიათ მისი დაღუპვის ამბავი, მაგრამ მე მითხრეს, რომ დაჭრილიაო. გორში ჰოსპიტალში ჩავედით და იქ უკვე ცხედარი დაგვხვდა, ნაწილ-ნაწილ იყო დაფლეთილი. ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება, ერთადერთი იმედი ჩემი პატარაა, ბავშვი სურათით იცნობს მამას. 28 წლის კაპრალი, გიზო წულაია 14 აგვისტოს მშობლიურ მიწას მიაბარეს.

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
"ცხოვრება შვილის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს... მე უბრალოდ დრო გამყავს" - მაია ასათიანი (ვიდეო)
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
დაწერე კომენტარი