ომის გმირები: ამირან შაინიძე

ამირან_შაინიძე

ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა 30 წლის ამირანი. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოწამლული ჭურვის ნამსხვრევი თვალთან ჰქონდა მოხვედრილი. მეგობრებმა ბრძოლის ველს გაარიდეს, მაგრამ სიკვდილს ვერ გადაურჩა. კალანდაძე ნათია, მეუღლე: „ 6 აგვისტოს დილას გავიდა სახლიდან. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩვეულებრივ გვითხრა, საღამოს სახლში ვიქნებიო… საღამოს კი სენაკიდან დამირეკა და მითხრა, ვეღარ მოვდივარ ნაწილიდან, გავდივართ, ომი დაიწყოო. ვერ ვიჯერებდი, მეგონა მატყუებდა… ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. იმ წუთიდან 24 საათი ტელეფონი მეჭირა ხელში და მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. ვერც მის მეგობრებს დავურეკე. ყველას გათიშული ჰქონდა… როგორც მერე გავიგე, ერგნეთთან, 7 აგვისტოს, პირველივე დღეს დაჭრილა თვალთან. პირველად რომ ჩამოაგდეს ბომბი მაშინ დაიჭრა, რამდენიმე დაღუპულა. თბილისში ჩამოიყვანეს, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მოწამლული ჭურვები ყოფილა და ანასხლეტებმა ორგანიზმში მოწამვლა გამოიწვია… ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, მაგრამ იმ შხამს ვეღარ გაუძლო. 8 აგვისტოს დაიღუპა…“ ამირან შაინიძე 1978 წლის 1 მარტს, ქობულეთის რაიონში, სოფელ ჯიხანჯურში დაიბადა, მეორე შვილი იყო. 2002 წელს დაოჯახდა და 2 ქალიშვილი შეეძინა – მარიამი და თამთა. კალანდაძე ნათია, მეუღლე: „შემთხვევით მოხდა ჩვენი გაცნობა და ძალიან მალე ვიქორწინეთ… მალევე დავკარგე… პირველად ბათუმის ბულვარში შევხვდით ერთმანეთს. მეხუთე შეხვედრაზე ცოლად გავყევი. ცოტა დრო გვქონდა შეყვარებულობის პერიოდი, მაგრამ ბევრი არც მიფიქრია. როდესაც ჩვენს ოჯახში მოვიდა და ჩემი ხელი სთხოვა ჩემებს, იმ დღესვე გავყევი. 2002 წელს დავოჯახდით, ამ დროს სამთავრობო დაცვაში მუშაობდა. ნორმალურად ვცხოვრობდით. ორი გოგონა გაგვიჩნდა, მარიამი და თამთა. უფროსი 7 წლის არის და უმცროსი 3 წლის. ძალიან მოსიყვარულე მამა იყო, გიჟდებოდა თავის შვილებზე… ძალიან უნდოდა ბიჭი… 2006 წელს კომანდოსში ჩაირიცხა. მანამდე რამდენჯერმე სცადა ბედი, მაგრამ არ გაუმართლა. ბოლოს, როგორც იქნა, მიიღეს. მეორე ქვეითი ბატალიონის საინჟინროში იყო. წოდებით კაპრალი. წელიწადი და სამი თვე იყო გასული, რაც კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს სახლში 5 აგვისტოს იყო მოსული. 6-ში წავიდა და სამუდამოდ დაგვტოვა… 10 აგვისტოს სასწრაფოს მანქანა რომ გაჩერდა სახლთან, მაშინვე მივხვდით, რომ უბედურება დაგვატყდა თავს… ჯიხანჯურში დავკრძალეთ… ცხოვრება რთულია, მაგრამ მე ვამაყობ იმით, რომ გმირის მეუღლე ვარ. მან საქართველოსთვის გაწირა თავი“. მამა გოგონებს ძალიან ენატრებათ… პატარას სჯერა, რომ მამა დაბრუნდება… ყოველდღე მიდიან საფლავზე და ყვავილები მიაქვთ. მათ საამაყო წოდება აქვთ – გმირი მამის შვილები.

შავი ჩაი ასკილით
loading…

პოპულარული

"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
"ზუსტად 20 წლის წინ" - ფოტო, რომელზეც უამრავ ცნობილ ადამიანს ამოიცნობთ
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი