ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია. “ნიუპოსტის” ინფორაციით, ცეცხლი სოფელ ოტრევში, ხილის ბაღებს უკიდია. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ხანძარი ძლიერია და დაკვამლიანება სოფელ ფლავის თავზეც შეინიშნება. ადგილობრივების თქმით, ცეცხლმა სოფელ ფლავის მისადგომებთანაც მიაღწია და ბალახს მოედო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე საქართველოს ხელისუფლების კონტრლირებად ტერიტორიაზე არ არსებობს და ახლა უკვე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი და სამართალდამცველები მუშაობენ.

“ნიუპოსტი”

პოპულარული

„ადეიშვილი მომიცუცქდა, ყურში მეუბნება - შენ ეცეკვე ჩემს მაგივრად... ყველაფერს გაპატიებო...“ - კობა სუბელიანი ადეიშვილის „ბოლო ქორწილის“ ამბავს იხსენებს
პრეზიდენტის მორიგი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
დაწერე კომენტარი