ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიის სამეფოს დელეგაცია იმყოფება

ოკუპირებულ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი იორდანიის სამეფოს დელეგაციას შეხვდა. იორდანიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან.

ე.წ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რაულ ხაჯიმბამ ამანსა და სოხუმს შორის ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივაზე ისაუბრა.

გარდა ამისა ნათქვამია, რომ იორდანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხაჯიმბას, ე.წ. საქართველო-აფხაზეთის ომში გამარჯვების 25 წლისთავი მიულოცა.

მოჰყვება თუ არა ამ შეხვედრას გამოხმაურება საქართველოს საგარეო უწყებიდან ჯერჯერობით უცნობია.

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
ირანი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
დაწერე კომენტარი