ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყება და რუსი ძალოვნები თანამშრომლობის საკითხებს მოსკოვში განიხილავენ

მოსკოვში, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყების და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ე.წ. სამუშაო შეხვედრა შედგა – ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რეს“ ავრცელებს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

„შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა. მიღწეულ იქნა შეთანხმებები მთელი რიგი მიმართულებებით“ – წერს გამოცემა.

შეხვედრას, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაგიმ გასიევი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრე კშიმოვსკი ესწრებოდნენ.

 

loading…
გააკეთე კომენტარი!