ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მისალოცად პუტინი ხაჯიმბასა და ბიბილოვს მიიღებს

ბიბილოვი-პუტინი

საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის პარალელურად, 24 აგვისტოს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მიიღებს.

შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 10 წლის თავზე გაიმართება.

ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში, აღიარებიდან 10 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე გასული წლის ნოემბერში დაპატიჟა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მოწვევაზე უარი განაცხადა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ვლადიმერ პუტინი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება.

„დაუბარა, რომ ხაზის გაუსვას  რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. რუსეთის პოლიტიკაა, რომ ხაზი გაუსვას ყოველთვის, რომ მას დასავლეთი არ ენაღვლება“- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, გიორგი რუხაძის განცხადებით, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ვლადიმერ პუტინმა მიანიშნოს დასავლეთს, რომ მას არ ენაღვლება ვინ ჩავა საქართველოში, რადგან საქართველოს მიმართ მას საკუთარი პოლიტიკა აქვს, რომელსაც არ ცვლის.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
"გადაცემაში ტრუსი არ მეცვა, სასქესო ორგანოს ვანიავებდი და ვაქანავებდი..." - პაატა თედიაშვილის სკანდალური ისტორიები "ფარულ კონვერტში" (ვიდეო)
ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი