ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობა ,,მარჩენალ” რუსეთთან იძაბება

afxazeti_soxumi

ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობა `მარჩენალ~ რუსეთთან იძაბება. 18 მაისს სოჭში შეთანხმებისგაფორმებას ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთისფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორისმღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. ოპოზიციამ მისიხელმოწერის გადადება მოითხოვა.

დოკუმენტი 2014 წელს მხარეებს შორის ხელმოწერილიმოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობისხელშეკრულების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დაითვალისწინებს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას აფხაზეთში. ცენტრიდამნაშავეობას უნდა დაუპირისპირდეს.

ოპოზიციურმა პარტია „ამცახარამ“ მის გაფორმებამდე მოუწოდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გადაავადოს დოკუმენტის ხელმოწერა და ის საზოგადოებასთან ერთად დეტალურად განიხილოს.

„ამცახარა“ აცხადებს, რომ შეთანხმება ლახავს აფხაზეთის სუვერენიტეტს და აზარალებსსტაბილურობას. ამის გამო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო გამწვავებაზეოპოზიცია პასუხისმგებლობას აკისრებს ფაქტობრივ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, რომელმაც ვერშეძლო აფხაზეთის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და საფრთხე შეუქმნა აფხაზეთის მოქალაქეებისუფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

„ამცახარას“ შეფასებით, შეთანხმების რამდენიმე პუნქტის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის მისდასახელებასთან და სხვა მუხლებთან. ერთი მუხლის თანახმად, ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს ეკრძალება კომერციული საქმიანობა, ამასთან, უფლება ეძლევა, გააფორმოს ხელშეკრულებები, გახსნას საბანკო ანგარიშები, შეიძინოს და განკარგოს ქონება. ცენტრითავისუფლდება ყველანაირი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. არ არის დაზუსტებული, ცენტრის 20 თანამშრომლიდან რამდენია აფხაზეთის მოქალაქე.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ცენტრი სამუდამოდ იქმნება, რაც არ ტოვებს იმის იმედს, რომ აფხაზეთისშინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებელ და ეფექტიან სტრუქტურად იქცევა.

შეთანხმების მიხედვით, ცენტრის მუშაკებს დაიცავს იმუნიტეტი საერთაშორისო კონვენციისშესაბამისად. აფხაზეთი ამ კონვენციას მიერთებული არ არის. ოპონენტებში ესეც აჩენს ეჭვს, რომცენტრი აფხაზურ მხარეს არაფერს დაეკითხება.

მიმდინარე მოვლენები მიანიშნებს, რომ აფხაზეთში მოსალოდნელია ვითარების კიდევ ერთხელდაძაბვა.

პოლიტიკური დაძაბულობის პიკი დეკემბერში შეინიშნებოდა. ხალხი ხაჯიმბას გადაყენებისმოთხოვნით ქუჩაშიც გამოვიდა, თუმცა ყველაფერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორისმორიგებით დასრულდა.

დესტაბილიზაციის საშიშროება საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში დაბრუნებული ექსპრეზიდენტისა დაექსპრემიერის ალექსანდრე ანქვაბის სახით იგრძნო. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანქვაბმასაზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის თხოვნით მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. მანმაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, თუმცა ახალ პარლამენტში უმრავლესობა არჰყავს და არც რომელიმე თანამდებობას იკავებს.

ექსპერტებმა არჩევნების შემდეგ ივარაუდეს, რომ თუ აფხაზეთში სიტუაცია აირია, ხაჯიმბას მომხრედეპუტატები ოპოზიციაში გადავლენ, პარლამენტში კი გადატრიალება მოხდება.

 

როგორც ჩანს, ალექსანდრე ანქვაბის ფაქტორი აფხაზეთში ისევ საყურადღებოა. ამას ადასტურებსსახელისუფლებო მედიაში მიმდინარე კამპანია მის წინააღმდეგ. რაულ ხაჯიმბასთან დაახლოებულიმედია აყენებს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც 2011 წელს მასობრივად დაურიგესაფხაზური პასპორტები გალისა და ტყვარჩელის ქართველებს. მთავარ დამნაშავედ სახელდებაალექსანდრე ანქვაბი. რაულ ხაჯიმბას გარემოცვა აღნიშნავს, რომ იმ დროს აფხაზურ პასპორტებსფულის სანაცვლოდ ურიგებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რაც, მისი შეფასებით, აფხაზეთისდამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მოქმედება იყო და მიზნად ისახავდა მცოცავ ინტეგრაციასსაქართველოსთან.

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი