
ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი იგორ დუდარი დაატყვევეს. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და მინისტრმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა,
მისი თქმით, ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 2 მაისს გახდა ცნობილი.
მისივე თქმით, პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დუდარი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა.
ადმინისტრაციაში აღმართულია რუსეთის დროშა.