„ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ“ – რა ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტში

ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა წერს.

„ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად. ასევე გამოჩნდნენ ყობის მიმდებარედ პოლიციელები“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ  აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის პროცესში გამოიხატება. უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ უწყებაში.

დაწერე კომენტარი