ოკუპანტები სევეროდონეცკის შტურმს ცდილობენ, ქალაქი ალყაშია

ცეცხლი

რუსული ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

cyc

„ქალაქი თითქმის გარშემორტყმულია რუსული არმიით ლუგანსკის ოლქში, ისინი ცდილობენ ქალაქის შტურმს რამდენიმე მიმართულებით“, – თქვა მან. 

ამასთან, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას ქალაქის დატოვების მოტივაციას არ აძლევს: საგრძნობლად შემცირდა ევაკუაციის ტემპი, დღეში ათამდე ადამიანი ტოვებს, რომელთა დარწმუნებას ახერხებენ.

ქალაქში რჩება დაახლოებით 15000 ადამიანი, რომლებიც არ ტოვებენ ტერიტორიას.

გარდა ამისა, სტრიუკის თქმით, სევეროდონეცკში ინფრასტრუქტურული ობიექტების 80% დაზიანდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი