ოთხოზორიას ოჯახი მკვლელის დასჯას 1 წლის შემდეგაც უშედეგოდ ითხოვს

გიგა ოთხოზორია

ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. საფლავზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, ერთი წლის თავზეც მისი შვილის მკვლელი დაუსჯელია და კვლავ უცნობია მკვლელობის მოტივი. დედის ინფორმაციით, ოთხოზორია ქართული პასპორტის დაცვას შეეწირა, თუმცა ეს გარემოება საქმეში არ დევს.

ოჯახმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა მკვლელის დასჯა.

შეგახსენებთ რომ ოკუპანტებმა 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 31 წლის გიგა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაწერე კომენტარი