ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული.

მას ჩხრეკისას ერთი აბი „სუბოქსინი“ აღმოაჩნდა.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: პრაიმტაიმი

loading...
დაწერე კომენტარი