ნუცა კუხიანიძე მამის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე: “თავისებური ადამიანია, არ ვეთანხმები მის პოზიციას”

“ოცნების” საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის შვილი ნუცა კუხიანიძე მამამისის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ნუცა კუხიანიძე აღნიშნავს, რომ მამამისი თავისებური ადამიანია.

“მამაჩემი მუდამ  თავისებური ადამიანი იყო, ყოველთვის თავისი სიმართლე და განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა. უცნაური ადამიანია ძალიან. ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ და ეს ძალიან სამწუხაროა. ამის გამო ბევრჯერ გვიკამათია კიდეც. ისტორია შეაფასებს ყველაფერს.  

ძალიან ვნერვიულობ მამაჩემზეც და კარგი იქნებოდა, ასეთი რამ არ მომხდარიყო ანდა, თუ აუცილებელი იყო აზრის დაფიქსირება, სხვა ფორმით გაეკეთებინა ეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფორმა ამჯობინა და ეს მისი არჩევანია”, – ამბობს ნუცა კუხიანიძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა. 

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!” – დაწერა საკრებულოს წევრმა.

პოპულარული

მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
თენგიზ სიგუას სიონის ტაძარში გადაასვენებენ
დაწერე კომენტარი