“ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის და იერიშის მიტანის ნებისმიერი მცდელობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, განწირულია მარცხისთვის”

ნიკა გვარამია და ნონა გაფრინდაშვილი

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია რამდენიმე დღის წინ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის დაუპირისპირდა.

გვარამიამ დაწერა, რომ „ნონა გაფრინდაშვილი სამარცხვინო და თავსლაფდასხმული ჯერ ბადრის, მერე ბიძინას ფულის მონაა“.

გვარამიას ამ განცხადებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა.

„ადამიანის ღირსება უმაღლესი მორალური ფასეულობაა. ჩვენი საამაყო და სასიქადულო ქალბატონის – ნონა გაფრინდაშვილის მიერ განვლილი სახელოვანი გზა ნათელი მაგალითია დიდი ადამიანური ღირსებისა და ქვეყნის უანგარო მსახურებისა.

ნონა გაფრინდაშვილი ქვეყნისთვის თავდადებული, წარმატებული და ზნეობრივად ამაღლებული ქართველი ქალის ცოცხალი სიმბოლოა.

ასეთად იცნობენ მას საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. ამიტომაც, ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის და იერიშის მიტანის ნებისმიერი მცდელობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, განწირულია მარცხისთვის.“ – ნათქვამია განცხადებაში.

დაწერე კომენტარი