ნოდარ გვიჩიანი, რომელიც კახა კალაძის ძმის გატაცების საქმეში ფიგურირებს შსს-მ დააკავა

დაახლოებით ორი თვის წინ თბილისში, პეკინის გამზირზე შსს-მ წარსულში მრავალგზაის ნასამართლეი, პირი, ნოდარ გვიჩიანი დააკავა. მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მათ შორის „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობას და კახა კალაძის ძმის გატაცების საქმეს. 
რა ბრალდებით იქნა ნოდარ გვიჩიანი დაკავებული, ამ კითხვით “ნიუპოსტმა” შს სამინისტროს პრესცენტრს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირი ნამდვილად არის დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
კრიმინალური წარსულის მქონეს ნოდარ გვიჩიან, უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 
ნოდარ გვიჩიანის დედა, ლიდა გვიჩიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მისი შვილი ნამდვილად დააკავეს, თუმცა კონკრეტულად რა დანაშაულს ედავება გამოძიება, არ აკონკრეტებს.

„იგივე ხდება, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ჩემს შვილს უკანონოდ დევნიან. ქვას ქვაზე არ დავტოვებ. სამი ბავშვის მამააა, პატარა ხუთი თვის არის, დაგვეცნენ სახლში და აიყვანეს“, – ამბობს ლიდა გვიჩიანი, რომლის თქმითაც მისი ოჯახი საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.
ლომინაძის მკვლელობისთვის დაკავებული გია გვიჩიანი, რომელსაც მაშინ უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ჰყვება, რომ გვიჩიანმა კალაძის ოჯახს 200 ათასი გამოართვა გატაცებული ლევან კალაძის გამოსახსნელად, ხოლო ამ ფულის მითვისება აფრასიძეების ოჯახს დააბრალა. როგორც ის ამბობს, აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიაც ნოდარ გვიჩიანის დამსახურებაა. გია გვიჩიანი, რომლის საქმეც გადაიხედა და ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, აცხადებდა, რომ მისი დაპატიმრება ნოდარ გვიჩიანის ცრუ ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი